Oracle აპირებს მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანიის შესყიდვას

Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი ელისონი როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Oracle აპირებს საკუთარი ბიზნესის გაზრდას. დღეისათვის Oracle-ის აპარატული პლატფორმები იქმნება კომპანია Sun Microsystems-ში. ლაპარაკია SPARC-ის არქიტექტურის პროცესორებზე და მის ბაზაზე შექმნილ სერვერებზე. «ჩვენ შევისყიდით მიკროჩიპების მწარმოებელ კომპანიას», — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლარი ელისონმა. მისი თქმით, კორპორაცია აპირებს აპარატული ბიზნესის […]

საჭესთან მობილურის გამოყენება ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევისას სიკვდილიანობის რაოდენობას

ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა გამოთვალეს, რომ 2001 წლიდან 2007 წლამდე, ავტომობილების მძღოლებმა, რომლებიც საჭესთან ლაპარაკობდნენ მობილურზე ან აგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, მოკლეს 16 ათასი ადამიანი. მკვლელების უმეტესობის ასაკი არ ღემატებოდა 30 წელს. ა.შ.შ-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მონაცემებით, თუ 2002 წელს, ამერიკაში, ყოველთვიურად იგზავნებოდა მილიონი სმსი, 2008 წლისათვის ეს მაჩვენებელი გაიზარდა 110 მლნ-მდე. […]

2013 წლისათვის სმარტფონს ეყოლება მილიარდი მომხმარებელი

2015 წლისათვის OS Android-ს ეყოლება მილიარდნახევარი მომხმარებელი. 2013 წლისათვის მსოფლიო ხმარებაში იქნება მილიარდზე მეტი სმარტფონი, იუწყება კვლევითი კომპანია Informa Telecoms & Media. სმარტფონების რაოდენობის კოლოსალური ზრდა განპირობებულია ორი მიზეზით: პირველი ის, რომ უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მობილურ მოწყობილობებს იძულებულნი არიან კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს და მეორე ახლად ფეხადგმული კომპანიები იბრძვიან ბაზრის დასაკავებლად. დღეისათვის, სტატისტიკის მიხედვით, მობილურ […]

RIM BlackBerry ამყარებს ახალ რეკორდს

RIM-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმი ბოლსილი. კანადურმა კომპანიამ Research In Motion-მა (RIM) გამოაქვეყნა მიმდინარე ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. სამი თვის განმავლობაში კომპანიამ მიიღო $4,62 მლრდ შემოსავალი, თუმცა ანალიტიკოსები $4,47 მლრდ-ს პროგნოზირებდნენ. წლიური გამოთვლებით RIM-ის მოგება გაიზარდა თითქმის მესამედით: 2010 ფინანსური წლის მეორე კვარტლში ვენდორმა გამოიმუშავა $3,53 მლრდ. საერთო ჯამში მოგება მობილური მოწყობილობებიდან გაიზარდა 79%-ით, მასთან დაკავშირებული […]

Oracle-ის კვარტალური მოგება გაიზარდა 20 პროცენტით

Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარი ელისონი. მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მიმწოდებელმა გამოაქვეყნა 2010 ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. Oracle-ის შემოსავალმა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიაღწია $7,5 მლრდ-ს, რაც 48%-ით მეტია 2010 ფინანსური წლის პირველ მეოთხედთან შედარებით — $5,07 მლრდ. კვარტალური მოგება წლიური გამოთვლებით გაიზარდა 20%-ით, დაახლოებით $1,35 მლრდ, ანუ 27 ცენტი ერთი […]

Intel ამაგრებს პოზიციებს მიკროპროცესორების ბაზარზე

Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ ოტელინი IDF-ის საშემოდგომო ფორუმზე. კომპანია iSuppli-მ შეაფასა კომპიუტერული მიკროპროცესორების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლების საბაზრო წილები მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში. iSuppli-ის მონაცემების მიხედვით, გასულ კვარტალში კომპანია Intel აკონტროლებდა ბაზრის 80,4%-ს. შედარებისათვის: მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში მისი წილი იყო 80,3%. წლიური გამოთვლით კომპანიის დანაკარგმა შეადგინა 0,3%: 2009 წლის მოერე კვარტალში ფლობდა ბაზრის 80,7%-ს. AMD-ს […]

ტიმ ბერნერს-ლი: ინტერნეტი უნდა გახდეს უფასო

საერთაშორისო ქსელის გამომგონებელმა ტიმ ბერნერს-ლიმ განაცხადა, რომ კავშირი თავის ქმნილებასთან უნდა გახდეს უფასო. Nokia World-ის კონფერენციაზე, რომელიც ლონდონში ტარდებოდა, მან თქვა, რომ ინტერნეტით სარგებლობს მხოლოდ ყოველი მეხუთე დედამიწელი. ქსელში მობილურით დაკავშირების გავრცელება იძლევა იმის იმედს, რომ დანარჩენ 80%-საც ექნება შესაძლებლობა შეეხოს ქსელურ მომსახურეობას, თუმცა ძალიან ბევრს ამის საშუალებაც არა აქვს. «ადრე მე ვამბობდი, რომ ადამიანს […]

Gartner: 2014 წლისათვის Symbian და Android დაიპყრობენ მსოფლიო ბაზარს

ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს… 2014 წლისათვის მობილური ოპერაციული სისტემის მსოფლიო ბაზარზე იქნება მხოლოდ ორი დომინანტური პლატფორმა Symbian და Android, თვლის ანალიტიკური კომპანია Gartner. ექსპერტებს მიჩნიათ, რომ ორივე ოპერაციული სისტემის წილი, ერთად, იქნება 59,8%. ხოლო თავიანთ წილს საბაზრო ტორტის ნაჭერზე გაიყოფენ თანაბრად: 30,2% ექნება Symbian-ს, 29,6% — Android-ს. კომპანია Google-ის OS გულმოდგინედ ცდილობს არ […]

Nokia აგრძელებს წმენდას

Nokia აგრძელებს უმაღლესი კადერების სწრაფ წმენდას: კალასვუოს დათხოვნის შემდეგ, დირექტორთა საბჭომ კარებისაკენ მიუთითა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ანსი ვანოკის (Anssi Vanjoki), რომელიც ხელმძღვანელობს მობილური მოწყობილობების განყოფილებას. შეგახსენებთ: დიდი ხანი არ არის იმის შემდეგ, რაც ეს პოსტი დაიკავა ვანოკიმ — მიმდინარე წლის მაისში. ჯერჯერობით სარწმუნო წყაროებიდან განთავისუფლების მიზეზი არ ვრცელდება. არ არის გამორიცხული, რომ ანსი ვანოკის წასვლა დაკავშირებული […]

Hewlett-Packard ყოფილ ხელმძღვანელს უჩივის

Hewlett-Packard-ის ექს-მენეჯერი მარკ ჰიორდი Oracle Open World-ის კონფერენციაზე. Hewlett-Packard-მა (HP) სასამართლოში შეიტანა სარჩელი ყოფილი მენეჯერის მარკ ჰიორდის წინააღმდეგ, რომელმაც დატოვა კომპანია ერთი თვის წინ, მის წიანააღმდეგ აგორებული სკანდალის გამო. ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბატონი ჰიორდი გახდა კორპორაცია Oracle-ის თანაპრეზიდენტი. ამ პოსტზე HP-ის ექს-მენეჯერი შეცვლის გადამდგარ ჩარლზ ფილიპსს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პასუხს […]