Nokia იცვლის პრეზიდენტს

კომპანია Nokia-ამ ეხლახან განაცხადა უმაღლეს ხელმძღვანელობაში ცვლილებების შესახებ: თვის ბოლომდე ამჟამინდელი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ოლი-პეკა კალასვუო დატოვებს საკუთარ პოსტს. კალასვუო Nokia-ს შეუერთდა 1980 წელს. კომპანიას სათავეში ჩაუდგა 2006-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ შევიდა დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში. ჭორები იმის შესახებ, რომ ოლი-პეკა დატოვებდა პოსტს გავრცელდა ზაფხულში. წასვლის მთავარი მიზეზი — Nokia-ს ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება და […]

ვიდეო თამაშების ამერიკული ბაზარი ისევ «მინუსშია»

კომპანია NPD-მა წარმოადგინა ამერიკის ბაზარზე ვიდეო თამაშების კვლევის აგვისტოს შედეგები. გასულ თვეს ა.შ.შ-ს მცხოვრებლებმა კონსოლებში, პროგრამულ პროდუქტებსა და მსგავს აქსესუარებში დახარჯეს $818,9 მლნ. ეს მაჩვენებელი 10%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემთან შედარებით. გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ვიდეო თამაშების ინდუსტრიამ აჩვენა ყველაზე ცუდი აგვისტოს შედეგი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. წლიური გამოთვლებით კონსოლებზე მოთხოვნა დაეცა 5%-ით, ანუ $14,7 […]

IDC: 2014 წელს Android დაიკავებს მსოფლიო ბაზრის მეოთხედს

IDC-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ მობილური ოპერაციული სისტემის Google Android-ის პოპულარობის შემდგომ ზრდას. მათი შეფასებით, მიმდინარე წელს Android-ის წილი მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 16,3%-ს; ამ მაჩვენებლით ის იკავებს მესამე ადგილს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ მობილურ ოპერაციულ სისტემებს შორის. 40,1%-ით პირველ ადგილზეა Symbian, მეორეზეა — BlackBerry OS 17,9%-ით. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ Apple iOS (წინათ iPhone OS) და Windows Mobile […]

Novell კარგავს შემოსავალსა და მოგებას

Novell-ის პრეზიდენტი რონ ოვსეპიანი (მარცხნივ) და Microsoft-ის არმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი (მარჯვნივ). კომპანია Novell-ში, რომელიც აწარმოებს კორპორაციული კალასის ოპერაციულ სისტემებსა კოლექტიური მუშაობის პროდუქტებს, აღნიშნავენ ფინანსური მაჩვენებლის გაუარესებას. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი შეადგენს $199 მლნს. ეს 8%-ით ნაკლები გასული წლის რეზულტატთან შედარებით. სუფთა მოგება $16,7 მლნ-დან (5 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი) შემცირდა $15,7 მლნ-მდე […]

Dell-ის კვარტალური მოგება საგრძნობლად გაიზარდა

კომპანია Dell-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მაიკლ დელი. კომპანია Dell-ის შემოსავალი, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საგრძნობლად გაიზარდა. მსოფლიოში კომპიუტერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის შემოსავალმა მიაღწია $15,5 მლრდს, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 22%-ით მეტია ($12,8 მლრდ). მსხვილი კორპორაციული კლიენტების შეკვეთა გაიზარდა 38%-ით, მიაღწია $4,5 მლრდს. ასევე მოიმატა მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელმა და მიაღწია $3,5 […]

ქსელს ამ თვეში მეხუთიმილიარდე მოწყობილობა დაუკავშირდება

აგვისტოს დასრულებამდე ინტერნეტს დაუკავშირდება მეხუთიმილიარდე მოწყობილობა. ფირმა IMS Research–ის გამოთვლებით 10 წლის შემდეგ ეს ციფრი მინიმუმ 4–ჯერ გაიზრდება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაკავშირების მეორე ტალღა მობილური ტელეფონებით და ახალი კლასის სახლის ელექტრონიკით მოხდება. შესაძლებელია, მაგრამ ძირითადად წინსვლა მოსალოდნელია მანქანების კომუნიკაციის სფეროში: “ჭკვიანი” ელექტროხაზები, ელექტრული დაკვირვების აპარატები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის და პარკინგის კონტროლი. მიმდინარე წლის დასაწყისში […]

AMD კარგავს პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე

х86-ის არქიტექტურის მიკროპროცესორების წარმოების სტატისტიკა. კომპანია IDC-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ბაზარზე х86-ის არქიტექტურის მიკროპროცესორების წარმოების მეორე კვარტლის სტატისტიკა. ჩიპების მიწოდების წლიური მაჩვენებელი გაიზარდა 30,8%-ით. უმსხვილეს მიმწოდებლებად რჩებიან AMD და Intel. პირველი კომპანიის წილი შემცირდა 20,6%-ით 2009 წლის მეორე კვარტალთან შედარებით; მეორე კომპანიის წილი, პირიქით, გაიზარდა 78,9-დან 80,7%-მდე. ტაივანური კომპანია VIA Technologies აკონტროლებს 0,3%-ს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ მსოფლიო ბაზარზე, […]

Apple-მა დაკარგა iPhone-ისა და iPod-ის მწარმოებელი

მარკ პეიპერმასტერი. კომპანია Apple-მა დაკარგა უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და Devices Hardware Engineering მიმართულების ხელმძღვანელი მარკ პეიპერმასტერი (Mark Papermaster), იუწყება გაზეთი «ნიუ-იორკ თაიმსი». პეიპერმასტერი Apple-ში გადავიდა 2008 წელს IBM-დან. ახალ თანამდებობაზე ის ხელმძღვანელობდა iPhone-სა და iPod-ის წარმოებას. დამკვირვებლების თქმით პეიპერმასტერის წასვლის მიზეზი იყო iPhone 4-ის მიღების პრობლემა. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კომენტარს თავს არიდებს. Apple-ის სპიკერმა სტივ დაულინგმა (Steve Dowling) […]

2013 წელს ყოველი მეოთხე მობილური აპარატი სმარტფონი იქნება

ABI Research-ის ანალიტიკებს მიაჩნიათ, რომ 2013 წელს სულ რეალიზებული მობილური რელეფონებიდან მეოთხედი სმატრფომი იქნება. სმარტფონებში ABI Research გულისხმობს მობილურ მოწყობილობებს მაღალი დონის ოპერაციული სისტემების BlackBerry OS-ის, iOS-ის (წინა iPhone OS), Android-ის, webOS-ისა და Symbian-ის მართვის ქვეშ. გასული წლის მონაცემებით, სულ გაყიდული მობილური აპარატების 16% სმარტფონებზე მოდიოდა. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 19%-მდე გაიზარდა, ხოლო 2013 წლისთვის, ანალიტიკებს მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 25%-მდე. […]

Samsung-ის კვარტალური მოგება რეკორდს ამყარებს

კომპანია Samsung-მა გამოაქვეყნა კვარტალური ფინანსური მოგება: აპრილიდან ივნისამდე, სამხრეთკორეულმა კორპორაციამ მიიღო 37,9 ტრლნ ვონის შემოსავალი (დაახლოებით $31,7 მლრდ). გასული წლის ანალოგიური კვარტლის მოგება შეადგენდა 32,5 ტრლნ ვონს, რაც გაიზარდა 17%-ით. კომპანიის სუფთა მოგებამ მიაღწია 4,3 ტრლნ ვონს ($3,6 მლრდ). გარდა ამისა «სამსუნგმა» მოხსნა წინა რეკორდი, რომელიც შეადგენდა 4 ტრლნ ვონს. კომპანიაში აღნიშნავენ მობილური ტელეფინებისა და […]