Resident Evil: Mercenaries Vs-ის iOS-ვერსიის რელიზი თებერვალში შედგება

თებერვალში თამაშის, Resident Evil: Mercenaries Vs-ის iOS-ვერსიის რელიზი შედგება, იუწყება Capcom. მოკლედ, თამაში მხოლოდ მობილური Apple-მოწყობილობებისთვის გამოვა − სმარტფონი iPhone, პლეერი iPod touch და პლანშეტი iPad. ინფორმაციას გამოსვლის ზუსტ თარიღსა და ფასის შესახებ, გვპირდებიან, რომ რელიზამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებენ. Mercenaries Vs — ზომბი-შუთერის, Resident Evil-ის მორიგი გაგრძელება. სიუჟეტის განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის: მოთამაშემ უნდა მოკლას […]
MMORPG თამაში Earthrise გამოვა 4 თებერვალს

დამოუკიდებელი ბულგარული კომპანია Masthead Studios ასრულებს თავის მრავალმომხმარებლიან როლურ, სამეცნიერო ფანტასტიკურ თამაშ Earthrise-ზე მუშაობას. როგორც ცნობილია თამაში გამოჩნდება 2011 წლის 4 თებერვალს. რელიზი შედგება მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერებზე. ხოლო ეხლა თქვენ გაქვთ შანსი შეიტანოთ განაცხადი თამაშის ბეტა ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად. სიუჟეტით Earthrise უფრო მეტად გავს ფილმს Aeon Flux ვიდრე Fallout-ს (Masthead თანამშრომლობს Interplay-სთან, Fallout Online-ის შექმნაში). მოთამაშეებს მოუყვებიან კაცობრიობის […]
Call of Duty: Black Ops-მა მილიარდი გამოიმუშავა

ნახტომი მილიარდზე… პირველი სახის შუთერმა Call of Duty: Black Ops-მა გამომცემლობა Activision-ს მილიარდი დოლარი მოუტანა. Call of Duty: Black Ops-ის მსოფლიო პრემიერა 2010 წლის 9 ნოემბერს შედგა. «ყველა გასართობ მედია პროექტს შორის მხოლოდ თამაშმა Call of Duty-იმ და ფილმმა Avatar-მა შეძლო ასე სწრაფად მილიარდის გამომუშავება», — აცხადებს Activision-ის აღმასრულებელი დირექტორი ბობი კოტიქი (Bobby Kotick). დღეისათვის […]
Time-მა ათი საუკეთესო თამაში დაასახელა

წლის მიწურული — საუკეთესო პერიოდი დასკვნების გამოსატანად და «სამეულის», «ხუთეულისა» და «ათეულის» შესადგენად… თამაშების ინდუსტრიას გვერდი ვერ აუარა ისეთმა ჟურნალმაც კი, რომელიც ამ პროფილისგან ძალიან შორს დგას; საუბარია Time-ზე. მისი აზრით წლის საუკეთესო თამაშია მაისში გამოსული ფსიქოლოგიური ექშენი Alan Wake. თამაში, რომელიც შექმნა ფინურმა Remedy-იმ, მოგვითხრობს მწერალზე, რომელიც გაცოცხლებული კოშმარების უცნაურ სამყაროში ხვდება. «ამ წელს ძალიან ბევრი […]
ММО-სტრატეგიის, Elements of War-ის რელიზი შედგა

მულტიფლეიერ PC-სტრატეგია Elements of War გაყიდვაში გამოვიდა, აცხადებს მოსკოვური გამომცემლობა «ნოვი დისკ». პროექტი, რომელიც პეტერბურგის სტუდიამ Lesta-მ დაამზადა, სრულფასოვან ონლაინ რეჟიმში აერთიანებს მთელს მსოფლიოს, თუმცა მომხმარებელს, ასევე შეუძლია კამპანიის დახურვაც. კომპლექტში შედის, როგორც, თავად Elements of War, ასევე 30-დღიანი წვდომა ქსელში. «სინგლში» ფლეიერი გააკონტროლებს რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ა.შ.შ-ს გაერთიანებულ ძალებს, რომლებიც ცდილობენ გლობალური კლიმატური […]
World of Warcraft: Cataclysm — ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში

კომპანია Blizzard-მა, MMORPG World of Warcraft-ის გაგრძელების, Cataclysm-ის გაყიდვების პირველადი ციფრები დაასახელა… … და გაირკვა, რომ World of Warcraft: Cataclysm ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში გახდა. პირველ დღეს პროექტმა 3,3 მლნ ასლს გადააჭარბა, რაც წინა რეკორდთან შედარებით 500 ათასით მეტია, რომელიც, ასევე WoW-ადონმა — Wrath of the Lich King-მა დაამყარა, როცა 2008 წელს 24 საათში 2,8 მლნ ეგზეპლარი გაიყიდა. […]
გამოჩნდა ექშენ Bloodline Champions-ის ღია ბეტა ვერსია

დღეს გამოჩნდა სახალხო ბეტა ვერსია Bloodline Champions-ის, Diablo-ის მსგავსი ექშენის, იტყობინება სტუდია Stunlock. ნებისმიერ მსურველს შეუძლია თამაშის დატესტვა, მის საიტზე დარეგისტრირების და უფასო კლიენტის გადმოწერის შემდეგ. ტესტში მონაწილეობისათვის დეველოპერებო გვთავაზობენ სხვადასხვა ბონუსებს, თამაშში დამატებითი კონტენტის სახით. Bloodline Champions-ზე მუშაობით დაკავებულია Funcom. თუ ბეტა ტესტირებისას არ გამოჩნდება სერიოზული პრობლემები, თამაში 2011 წლის იანვარში გამოვა. ნოემბერში დაანონსებული პროექტი […]
Blizzard-მა პროექტ Titan-ის არსებობა დაადასტურა

World of Warcraft-ის ვეტერანები დროა პენსიაზე გავიდნენ კომპანია Blizzard-მა აღიარა, რომ ქმნის ახალ თამაშს, კოდური სახელწოდებით Titan. წლის დასაწყისში დეველოპერები რაღაც ახალ MMO-თამაშზე მიგვანიშნებდნენ, რომელიც World of Warcraft-ის ალტერნატივა უნდა გამხდარიყო. როგორც ჩანს ეს სწორედ ის არის. World of Warcraft-ის აღმასრულებელი პროდიუსერის, ფრენკ პირსის თქმით, Titan — ეს არის გლობალური ონლაინ თამაში, რომელიც დამუშავების პროცესშია. […]
ექშენი Deus Ex: Human Revolution-ის რელიზი გადაიდო

გამომცემლობა Square Enix-ი იუწყება, რომ ექშენ Deus Ex: Human Revolution-ის რელიზის თარიღი გადაიდო, მაგრამ კონკრეტულიუ მიზეზი არ გახლავთ ცნობილი. გამომცემლობა ზოგადად საუბრობს მიზეზებზე: “ჩვენ გვჭირდება დამატებითი დრო, რადგან გავაუმჯობესოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება”. თამაშის შექმნით დაკავებულია სტუდია Eidos Montreal, რომელიც გვპირდებოდა, რომ დაასრულებდა პროექტს 2011 წლის დასაწყისში. სამწუხაროდ, დღეს განაცხადეს, რომ რელიზი გადაიდო 2011 წლის პირველ […]
მობილურმა თამაშმა, Angry Birds-მა $50 მლნ გამოიმუშავა

კაზუალური თამაშის, Angry Birds-ის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $50 მლნ-ს გადააჭარბა. ჯერჯერობით თამაში მხოლოდ მობილური მოწყობილობების (iOS, Android, Symbian^3) მფლობელთათვის არის ხელმისაწვდომი; დეველოპერები გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალშ თამაში გამოვა PC-თვის, «მაკინტოშისთვის», ყველა კონსოლისთვისა და სოციალურ ქსელ Facebook-თვის. სტუდია Rovio-ს თამაში ბაზარზე 2009 წლის 10 დეკემბერს გამოჩნდა. ერთი წლის განმავლობაში Angry Birds-მა შეძლო iOS-პლატფორმის ყველაზე პოპულარული თამაშების სიაში […]
