თამაშის Dead Rising 2–ის გამოსვლა გადაიდო

გამომცემლობა Capcom იყწყება ზომბი–შუთერის Dead Rising 2–ის გამოშვების თარიღის გადაწევის შესახებ: თამაში გამოვა ერთი თვის შემდეგ, ანუ აშშ–ში და კანადაში თამაში გამოჩნდება 28 სექტემბერს, ხოლო ევროპაში პრემიერა შედგება 1 ოქტომბერს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გამოვიდეს Xbox 360–ის პლატფორმაზე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ MS-კონსოლზე დაემატება ვერსია Case Zero, რომელიც ერთგვარი ხიდი გახდება ორიგინალსა და ძველ ვერსიას […]

დღეს შედგება თამაშის Transformers: War for Cybertron–ის პრემიერა

დღეს შედგება თამაშის Transformers: War for Cybertron–ის რელიზი, იუწყება გამომცემლობა Activision. თამაშის შექმნაზე მუშაობდა ერთდროულად სამი სტუდია. High Moon პასუხისმგებელია პლადფორმებზე PC, Xbox 360 და PS3; Vicarious Visions–მა შექმნა DS-ვერსია; Next Level Games აწარმოებს Wii-პროექტს. მწარმოებელი ცდილობს მოთამაშეების ყურადღების მიქცევას ავტობოტების და დეცეპტიკონების ისტორიით — ინტელექტუალური რობოტები, რომლებიც აწარმოებენ ომს ერთმანეთში. თამაშის სიუჟეტი ვითარდება კიბერტრონში […]

Metal Gear Solid: Rising

თამაშის სიუჟეტი ვითარდება Metal Gear Solid 2: Sons of Liberty–ის და Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots–ს შორის. შემქმნელების თქმით, ახალი თამაში სერიალის თაყვანისმცემლებს აუხსნის, თუ რატომ გახდა მეოთხე ნაწილის გმირი, სახელად რაიდენი (Raiden), კიბერნინძა. პროექტის ხელმძღვანელმა მინეშ კიმურამ (Minesh Kimura) დაადასტურა ზემოთთქმული და დაამატა, რომ მომავალ თამაშში გაერთიანებული იქნება რამდენიმე ჟანრი. მიუხედავად […]

OnLive – iPad-ზე

ქვევით მოყვანილია ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლი, რომელზეც დემონსტრირებულია ვიდეო თამაშების ღრუბელი OnLive. შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ მართვის სისტემა PC თამაშებისთვის ძალიან საეჭვოა იყოს მოხერხებული თქჩსქრინებისთვის. სერვისი ჯერ-ჯერობით არის მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ მალე იქნება ევროპაში, საქართველოს ინტერნეტით კი მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება 🙂 httpvhd://www.youtube.com/watch?v=zpFzpF0msrU

Е3 2010: ექსტრემალური ექშენი I Am Alive გამოვა მომავალი წლის შემოდგომას

კომპანია Ubisoft–მა დაასახელა ამბიციური ექშენ–პროექტი I Am Alive–ის გამოსვლის თარიღი. თამაშს ამზადებს სტუდია Ubisoft Shanghai. შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაცია პროექტის შესახებ თარიღდება 2009 წლის მარტით. ბევრი ფიქრობდა, რომ პროექტი დაიხურა, თუმცა ეს ჭორი არ აღმოჩნდა სინამდვილე. სიუჟეტი ვითარდება მიწისძვრისგან დანგრეულ ჩიკაგოში. თამაშის მთავარ გმირს, ადამ კოლინზს, მოუწევს არამარტო საკუთარი თავის გადარჩენა, არამედ თავისი მეგობარი გოგოს ძებნა, […]

ექშენის Mass Effect 2: Overlord–ის დამატების გამოსვლის ზუსტი თარიღი ცნობილია

გამომცემლობა Electronic Arts–მა და დეველოპერულმა კომპანიამ BioWare–მ დაასახელეს Mass Effect 2: Overlord–ის დამატების რელიზის ზუსტი თარიღი. ადდონი გამოვა Xbox 360–ისა და PC-თვის 2010 წლის 15 ივნისს. შეპარდს და კოსმოსური ხომალდის «ნორმანდიის» ეკიპაჟებს მოუწევთ იმ პლანეტაზე წასვლა, სადაც არის ორგანიზაცია «ცერბერის» (Cerberus) სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ატარებს ექსპერიმენტებს ადამიანებზე და გუთებზე (კიბერნეტიკული უცხოპლანეტური რასა). ლაბორატორია დაპყრობილი აქვს არაბუნებრივ, ზეაზროვნებას […]

ევროპაში OnLive სისტემის გაშვება იგეგმება 2011 წელს

ბრიტანეთში (და მასთან ერთად სავარაუდოდ ევროპაშიც) სათამაშო სისტემა OnLive – ის გაშვება მოხდება 2011 წლის ბოლოსკენ. შეგახსენებთ რომ Onlive ეს არის ერთგვარი ვიდეოთამაშების კატალოგი.სარგებლობისთვის საჭიროა ადაპტერი რომელიც დამონტაჟდება ან ტელევიზორზე ან პერსონალური კომპიუტერზე და თამაშის გადმოწერისა და დაყენების გარეშე მომხმარებელს ექნება საშუალება ითამაშოს ნებისმიერი თამაში,თუნდაც თავის ტელევიზორზე. 17 ივნისიდან OnLive სისტემა უკვე ამუშავდება ამერიკაში.ევროპელებს კი […]

Warner Bros. – მა დააანონსა ახალი Mortal Kombat

კომპანია Warner Bros. – ის გამომცემლობამ დააანონსა ლეგენდარული თამაშის Mortal Kombat – ის შემდეგი ეპიზოდის გამოსვლის შესახებ. თამაშის ლიცენზიის  მფლობელი კომპანია Midway Game, გაკოტრდა და შესაბამისად ლიკვიდირებული იქნა, ხოლო კომპანიის აქტივები, მათ შორის Mortal Kombat – ის ლიცენზია გაიტანეს გასაყიდად. თამაშის ლიცენზია შემდეგ შეიძინა Warner Bros. Entertainment – მა და მას შემდეგ თამაშის სერიათა გაგრძელების […]

შუთერის Max Payne 3-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია

კომპანია Take-Two-მ გადაწია შუთერის Max Payne 3-ის გამოშვების თარიღი. მწარმოებელმა გამოაქვეყნა 2010 წლის თამაშების სია — არავითარი Max Payne მანდ არ არის. ასევე უცნობია თამაშის გამოშვების ზუსტი თარიღი. «თარიღის გადატანის გადაწყვეტილება არასოდეს არ არის ადვილი, თუმცა Red Dead Redemption-ის მიღწევებმა ცხადყო, რომ თითოეულ პროექტს ჭირდება დრო და მაქსიმალურად დახვეწა», — განაცხადა Take-Two-ის მფლობელმა ბენ ფედერმა […]

Deus Ex 3 – 2011 წლის დასაწყიში გამოვა

კომპანიამ Eidos – მა გამოუშვა ახალი თამაშის ვიდეო Deus Ex:Human Revolution,  საიდანაც ცნობილი გახდა, რომ პროექტის რელიზი შედგება 2011 წლის დასაწყიშში. ლეგენდარული სერიალის მესამე ნაწილი იქმნება Crystal Dynamics-ის მოდიფიცირებლუ ძრავაზე და გამოვა  სამივე პლატფორმაზე. httpvhd://www.youtube.com/watch?v=4FRWYRqaGFE