Acer: Iconia Tab A100

ტაივანური კომპანიები უკვე სერიოზულად  ცდილობენ დაიკავონ Honeycomb პლანშეტების ბაზრის ქვედა ნიშა. მას შემდეგ რაც ASUS-მა წარმოადგინა 10 დიუმიანი Eee Pad Transformer არ დააყოვნა Arcer-მა და ბაზარზე გამოუშვა  £300 ($483) ფასით 7 დიუმიანი პლანშეტი Iconia Tab. მას აქვს Tegra 2 აპარატული პლატფორმა და Android 3.0 რა თქმა უნდა 512 მეგაბაიტი ოპ. მეხსიერებით და 8 გიგაბაიტი შიდა […]

Toshiba: ჩვენი პლანშეტი უკეთესია, ვიდრე iPad 2!

Toshiba-ს ავსტრალიური ქვეგანყოფილების გენერალურმა მენეჯერმა რობ უილკინსონმა (Rob Wilkinson) კომენტარი გააკათა პლანშეტური კომპიუტერის Apple iPad 2-ის გამოსვლის შესახებ. უილკინსონის განცხადებით Toshiba-s პლანშეტი, რომელიც არის Android 3.0 ვერსიის ბაზაზე ჯობია «აიპადს» მთელი რიგი პარამეტრებით. შეგახსენებთ, რომ Toshiba-მ თავისი პლანშეტი წარმოაგინა Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე. მოწყობილობას აქვს 10,1-დიუმიანი დისპლეი, ორბირთვიანი ARM-პროცესორი (პლატფორმა nVidia Tegra), 32 გბ მეხსიერება, Wi-Fi, GPS და ა.შ. […]

Samsung: Google TV-ის პლატფორმა და საკუთარი მიკროჩიპები

Google-ის გენერალური დირექტორი ერიკ შმიტი ( Eric Schmidt). კომპანია Samsung გეგმავს, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს თავისი პირველი პროდუქტი Google TV-ის ინტერაქტული ტელევიზიის პლატფორმის მხარდაჭერით. Google TV აერთიანებს ტრადიციულ ტელევიზიას და ინტერნეტს. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია მოხერხებულად წვდომის მიღება ვებ-საძიებელზე და ასევე გასართობ, ინფორმაციულ და სხვა ქსელურ რესურსზე ტელევიზორის ეკრანის მეშვეობით. პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ «სამსუნგი» აპირებდა […]

Samsung, შესაძლოა, ამზადებს სმარტფონს nVidia Tegra 2-ის პლატფორმაზე

კომპანია Samsung ამზადებს სმარტფონს nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე ორბირთვიანი პროცესორით. არსებული მონაცემებით მოდელის ინდექსი –– I9103. სავარაუდოდ, სიახლე არის Samsung I9100 Galaxy S II-ის მოდიფიკაცია, რომელის ანონსიც შედგა Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე. სხვადასხვა აპარატული პლატფორმების გამოყენება მსგავს მოდელებში –– სტანდარტული პრაქტიკა კომპანია «სამსუნგისთვის»: მაგალითად, სმარტფონ I9000 Galaxy S არის Samsung Hummingbird-ის პროცესორზე, ხოლო I9003 Galaxy SL –– […]

Dell 2011 წელს გამოუშვებს მინიმუმ ოთხ სმარტფონს!

ინტერნეტში გამოჩნდა საინტერესო დოკუმენტი, სადაც აღწერილია ამერიკული კომპანია Dell-ის გეგმები სმარტფონების გამოშვების შესახებ 2011 წლისთვის. აპრილში წარმოდგენილი იქნება მოდელი Venue Pro MLK, რომელიც არის  «Dell Venue Pro-ს გაუმჯობესებული ვერსია». სავარაუდოდ, საუბარია არა ახალ მოდიფიკაციაზე, არამედ განახლებულ Windows Phone 7-ის ოპერაციულ სისტემაზე. სხვა სიტყვებით, Venue Pro MLK გაიყიდება განახლებული პროგრამული პლატფორმით. მესამე კვარტალის დასაწყისში Dell გეგმავს კიდევ ერთი WP7-სმარტფონის წარდგენას –– […]

Samsung Galaxy Indulge: Android-სმარტფონი LTE ქსელების მხარდაჭერით

კომპანია Samsung-მა და ამერიკულმა ფიჭურმა ოპერატორმა MetroPCS-იმ დააანონსეს სმარტფონი Galaxy Indulge. პარტნიორების განცხადებით ეს არის პირველი «გუგლფონი» (მოდელი მუშაობს Android 2.2-ის მართვის ქვეშ) მეოთხე თაობის LTE სტანდარტის ქსელების მხარდაჭერით, რომელიც გაყიდვაში გამოვა ამერიკულ ბაზარზე.  გარდა ამისა მოდელს გააჩნია CDMA ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა. Samsung Galaxy Indulge-ის არსენალში შედის: მოძრავი QWERTY-კლავიატურა, 3,5-დიუმიანი სენსორული TFT-ეკრანი, 3-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი […]

MWC 2011: HTC Flyer პლანშეტი

მსოფლიო მობილურ კონგრესზე ბარსელონაში (MWC) კომპანია HTC-მ მისი პირველი პლანშეტი HTC Flyer წარმოადგინა. ეს არის არც ისე დიდი 7 დიუმიანი (1024×600) პლანშეტი წონით 415 გრამი, რომლის კორპუსიც შესრულებულია ალუმინის ერთი ნაჭრისაგან (უნობოდი) პლანშეტი აგებულია System-On-Chip Qualcomm MSM8255-ზე პროცესორის ბირთვით Qualcomm Scorpion, რომელიც მუშაობს 1.5 გიგაჰერცი სიხშირით. ვიდეო აქსელერატორის როლში Adreno 205-ია გამოყენებული, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე […]

MWC 2011: Sony Ericsson

Xperia Play პირველი სათამაშო სმარტფონი კომპანიისგან Android 2.3 ოპ. სისტემის ბაზაზე ! მისი ტექნიკური მონაცემებია: პროცესორი: 1 გჰც Snapdragon  Adreno 205 ვიდეო აქსელერატორით. 60 კადრი წამში რენდერინგის წარმადობა და 5 საათი და 35 წუთი უწყვეტი თამაში. ეკრანი დიაგონალით 4 დიუმი, 480×854 წერტილი გაფართოება ტექნოლოგიით TFT, ასევე 5 მეგაპიქსელიანი კამერა და სტერეო დინამიკები. Xperia Pro სმარტფონი განკუთვნილია […]

ორი ირონიული დასასრული?

როგორც Engadget-ის ერთ-ერთი წამყვანი რედაქტორის Ross Rubin-ის სტატიაშია მოხსენიებული: თუ კარგად დავუკვირდებით შევამჩნევთ, რომ დღევანდელი მოვლენები მობილური ოპ. სისტემების და კომპანიების გარშემო საკმაოდ ირონიულ ელფერს ძენს. ყველაფერი კი PDA-დან (პერსონალური ინფორმაციული ასისტენტი) დაიწყო. კომპანია HP გახდა Palm-ის მესაფლავე და Nokia-მ გააკეთა ანონსი, რომ Symbian-ოპ სისტემა დარჩება, მაგრამ არა სმარტფონებისთვის – აქ უკვე Windows Phone 7 იქნება გამოყენებული. შეიძლება […]

Android-სმარტფონების წლიური გაყიდვების მოცულობა, თითქმის, 900 პროცენტით გაიზარდა

კომპანია Gartner–მა 2010 წლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის ანალიზის რეზულტატები გამოაქვეყნა. 12 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1,6 მლრდ ფიჭური აპარატი გაიყიდა, ეს მაჩვენებელი 2009 წლის რეზულტატთან შედარებით 31,8%–ით მეტია. წლიური გამოთვლებით, სმარტფონების გაყიდვების ზრდამ 70% შეადგინა, ხოლო მათი წილი მობილურების მსოფლიო ბაზარზე 19%–ს შეადგენს. ლიდერის პოზიციას ისევ Symbian ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 46,9%–დან (2009 წელი) 37,5%–მდე ჩამოვიდა. […]