Android-სმარტფონების წლიური გაყიდვების მოცულობა, თითქმის, 900 პროცენტით გაიზარდა

კომპანია Gartner–მა 2010 წლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის ანალიზის რეზულტატები გამოაქვეყნა. 12 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1,6 მლრდ ფიჭური აპარატი გაიყიდა, ეს მაჩვენებელი 2009 წლის რეზულტატთან შედარებით 31,8%–ით მეტია. წლიური გამოთვლებით, სმარტფონების გაყიდვების ზრდამ 70% შეადგინა, ხოლო მათი წილი მობილურების მსოფლიო ბაზარზე 19%–ს შეადგენს. ლიდერის პოზიციას ისევ Symbian ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 46,9%–დან (2009 წელი) 37,5%–მდე ჩამოვიდა. […]

შესაძლოა Apple პლანეტის უმსხვილესი კომპანია გახდეს

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში (საუბარია წლებზე) Apple–ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება სამჯერ გაიზრდება. უკანასკნელი მონაცემებით, Apple–ის აქციების ღირებულებამ თითქმის $358–ს მიაღწია, თუმცა ექსპერტების აზრით ეს მაჩვენებელი პიკისგან ჯერ კიდევ შორს არის. შემდგომ ზრდას კომპანიის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით iPad–პლანშეტი და კომუნიკატორი iPhone. გასულ კვარტალში Apple–ის ფინანსურმა მონაცემებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია: შემოსავალი — $20,34 მლრდ […]

Twitter შესაძლოა 10 მლრდ დოლარად გაიყიდოს

ვებ–წყაროები იუწყებიან, რომ Twitter–ის ხელმძღვანელობა «საიდუმლოდ» აწარმოებს მოლაპარაკებას სერვისის გაყიდვასთან დაკავშირებით. გავრცელებული ჭორის თანახმად, რამდენიმე უმსხვილესი კომპანია ესწრებოდა საქმის განხილვას, მათ შორის Google და Facebook. რადგან მოლაპარაკებები არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა, ჯერ–ჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა. შთამბეჭდავია თანხის ის რაოდენობა, რასაც, ჭორის თანახმდ, მიკრობლოგის სერვისისთვის იხდიან: საუბარია $8–დან $10 მლრდ–მდე. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სერვისი $3 […]

HTC OnLive-ში $40–მლნს აბანდებს

ტაივანური კომპანია HTC მობილური სათამაშო პლატფორმის განვითარებაში $40 მლნის ინვესტიციას გეგმავს. ასევე, ტელეფონებისა და სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი, $5,3 მლნ დოლარად ($7,5 ერთი ფასიანი ქაღალდი), OnLive–ის აქციების პაკეტის მფლობელიც გახდება. ინვესორის ინტერესები — შეიქმნას ანალოგიური პლატფორმა HTC–მოწყობილობებისთვის. შეგახსენებთ, რომ OnLive საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ითამაშოს ნებისმიერი თამაში PC-სა და «მაკინტოშზე». კონკრეტულად — თავად თამაში OnLive–ის სერვერებზე ეშვება, ხოლო […]

სმარტფონების კვარტალური გაყიდვების მოცულობამ 100 მლნ ერთეულს მიაღწია

კომპანია IDC–მ 2010 წლის მეოთხე კვარტლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა. ანალიტიკოსების გამოთვლებით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 100,9 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 87,2%–ით მეტია, როცა ბაზრის მოცულობა 53,9 მლნ ერთეულს შეადგენდა. Nokia–ს წილი, გასულ კვარტალში, წლიური გამოთვლებით 38,6–დან 28%–მდე შემცირდა (28,3 მლნ კაყიდული კომუნიკატორი). თუმცა უმსხვილესი მწარმოებლების სიაში […]

ა.შ.შ–ში Android–სმარტფონმა პოპულარობით iPhone–ს გაასწრო

კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია. ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს. Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, […]

გამოვიდა Google Chrome-ის ფინალური ვერსია

კომპანია Google-მა განახლებული ბრაუზერის, Chrome 9-ის სტაბილური ვერსიის გამოსვლის შესახებ განაცხადა. ვებ-ბრაუზერი მწარმოებლების მხრიდან ხასიათდება როგორც პროდუქტი გაზრდილი მწარმოებლობით, WebGL-ის მხარდაჭერით. განახლებული Chrome-ის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა — ფუნქცია Chrome Instant, Google-ის «მყისიერი ძებინის» ანალოგი. მომხმარებელმა საკმარისია დაიწყოს ხშირად გამოყენებადი ვებ-გვერდის მისამართის აკრეფვა, რომ ის ავტომატურად ჩაიტვირთება ბრაუზერში. გარდა ამისა, Chrome 9-ში ინტეგრირებულია მაღაზია Chrome Web Store, […]

Google Android სწრაფი ტემპებით იძენს პოპულარობას პლანშეტების მსოფლიო ბაზარზე

კომპანია Strategy Analytics–ის შეფასებით, Google Android–ის პლანშეტური კომპიუტერების წილი გასული წლის ბოლო მეოთხედში, 2010 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ათჯერ გაიზარდა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 2,1 მლნ Android–პლანშეტი გაიყიდა. შედარებისთვის: მესამე კვარტლაში ამ მოწყობილობების მოწოდება 100 ათას შეადგენდა. ბაზარზე, ამ OS-ის პლანშეტების წილი 2,3–დან 22%–მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მესამე მეოთხედში […]

Sony კარგავს მოგებას

კომპანია Sony–იმ გასული წლის მეოთხე მეოთხედის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ელექტრონიკისა და კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლის შემოსავალმა და სუფთა მოგებამ საგრძნობლად დაიწია. ვარდნა, ერთის მხრივ, სხვა ვალუტასთან მიმართებაში იენის გამყარებამ და მორეს მხრივ პლაზმური ტელევიზორების ბაზარზე მზარდმა კონკურენციამ გამოიწვია. Sony იძულებული გახდა TV-პროდუქციისთვის ფასები დაეწია, რის შედეგადაც კომპანიამ, გასულ კვარტალში, 13 მლრდ იენი ($159 მლნ) დაკარგა. 2010 […]

ნახევარგამტარული მიკროსქემების ბაზრის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ნახევრგამტარების ინდუსტრიის ასოციაციამ (SIA) 2010 წლის მეოთხე კვარტლის ნახევარგამტარული მიკროსქემების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მწარმოებლებმა $75,5 მლრდ–ის მიკროსქემების რეალიზება შეძლეს. ეს მაჩვენებელი კვარტალური გამოთვლებით 4%–ით ნაკლებია, ხოლო წლიური გამოთვლებით — 12,2%–ით მეტი. ანალიტიკოსების აღნიშნავენ, რომ 2010 წელს ნახევარგამტარული პროდუქციის ყველა კატეგორია ორმაჩვენებლიანი პროცენტით გაიზარდა. ბაზრის საერთო მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს, $298,3 მლრდ–ს მიაღწია. […]