MySpace შტატების ნახევარს ანთავისუფლებს

კორპორაცია News აგრძელებს უბედური (Facebook-ის ფონზე, რა თქმა უნდა) სოციალური ქსელის MySpace-ის რეორგანიზაციას, რომლის ფინანსური მაჩვენებლები «იდეალურისგან» ძალიან შორს არის. News Corp-მა MySpace 2005 წელს შეიძინა: იმ დროისთვის პოპულარულ რესურსში რუპერტ მურდოკმა $580 მლნ გადაიხადა. დღეისათვის MySpace Facebook-თან შედარებით მხოლოდ ფერმკრთალი აჩრდილია: ცუკერბერგის სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა, თვიური გამოთვლებით, MySpace-ს ორ ნახევარჯერ აღემატება (60 მლნ 150 მლნ-ის წინააღმდეგ). […]

Microsoft: 60 დღეში 8 მლნ Kinect გაიყიდა

6 იანვარს, CES 2011-ის გამოფენაზე (6-9 იანვარი, ლას-ვეგასი. ნევადა, აშშ.) Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა ოფიციალურ გამოსვლაში განაცხადა, რომ Kinect-ის ბაზარზე გამოჩენიდან (2010 წლის ნოემბერი) სამოც დღეში კორპორაციამ, მთელს მსოფლიოში, 8 მლნ მოწყობილობის რეალიზება შეძლო. ბალმერმა ასევე დაამატა, რომ დღეისათვის სულ 50 მლნ Xbox 360 არის გაყიდული, აქედან 30 მლნ (ყოველ ორ წამში ერთი ახალი […]

მობილურების მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების წილმა 20 პროცენტს მიაღწია

ანალიტიკოსებმა გასული წლის მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასეს. მათი გამოთვლებით, 2010 წელს, სულ 1,35-დან 1,45 მლრდ-მდე მობილური ტელეფონი გაიყიდა. ამათგან «ჭკვიანი ტელეფონების» წილი 270-280 მლნ ერთეულს შეადგენს, ანუ აპარატების ყოველ მეხუთე მყიდველი სმარტფონის მფლობელი გახდა. 2011 წელს, როგორც მოსალოდნელია, ტელეფონების ბაზრის მოცულობა 1,45–1,55 მლრდ-ს მიაღწევს, აქიდან კომუნიკატორების წილი 400 მლნ-ს გადააჭარბებს (25%). […]

Motorola ა.შ.შ-ში Xbox 360-ის გაყიდვების აკრძალვას ითხოვს

ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისია (ITC) Motorola-ს მიერ Microsoft-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გადახედვას დათანხმდა. საუბარია სათამაშო კონსოლის Xbox 360-ის მიერ არაკანონიერად გამოყენებულ მთელ რიგ დაპატენტებულ ტექნოლოგიებზე. კონკრეტილად: მონაცემების უკაბელო გადაცემა და ვიდეო მასალების დეკოდირება. «მოტოროლა» მარეგულირებლებისგან ძიების ჩატარებასა და შეერთებულ შტატებში «მაიკროსოფტის» კანონდამრღვევი პროდუქციის გაყიდვების აკრძალვას ითხოვს. საკუთარ გადაწყვეტილებას ITC მიმდინარე წლის დასაწყისში დააფიქსირებს. წყარო: Fudzilla

iPhone 4 — 2010 წლის ყველზე გაყიდვადი eBay-პროდუქტი

ინტერნეტ-აუქციონმა eBay-მ 2010 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ათეული გამოაქვეყნა. სიის სათავეში ივნისსში წარმოდგენილი კომუნიკატორი Apple iPhone 4 მოექცა. სწორედ ივნისის თვეში გაიყიდა ყველაზე მეტი iPhone 4 (აქსესუარების ჩათვლით) eBay-ის აუქციონზე — საერთო ჯამში 1,63 მლნ ერთეული. მეორეზე გავიდა ყველასათვის ცნობილი სათამაშო «ბარბი» და ყველაფერი რაც მას უკავშირდება (1,18 მლნ ერთეული). 1,03 მლნ გაყიდული პროდუქტით, მესამეზეა […]

Sony ა.შ.შ-ში LG-ის ტელეფონების იმპორტის აკრძალვას ითხოვს

კორპორაცია Sony-მ ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისიას (ITC) გაუგზავნა სარჩელი LG Electronics-ის წინააღმდეგ. ტელეფონების სამხრეთ კორეულ მწარმოებელს Sony-ს ტექნოლოგიების უკანონოდ გამოყენებაში ედება ბრალი. საჩივარი სულ რვა პატენტს ეხება: მობილური ტელეფონების მართვის საშუალებები, ნომრების სიის გამოსახულება, სიგნალის გადაცემა და სხვ. Sony-ს მიაჩნია, რომ LG ამ ტექნოლოგიებს Lotus Elite-ში, Neon-ში, Remarq-ში, Rumor 2-ში, Xenon-ში და სხვა მოწყობილობებში იყენებს არაკანონიერად. […]

სტივ ჯობსი — «წლის მამაკაცი» გაზეთ Financial Times-ის ვერსიით

სტივ ჯობსი თავის ქმნილებასთან ერთად. (2010 წლის იანვარი, სან-ფრანცისკო; Newscom-ის ფოტო). გასულ კვირას Time-მა განსაზღვრა «წლის მამაკაცი»: ეს ტიტული, «ნახევარი მილიარდი ადამიანის გაერთიანებისა» და «ინფორმაციის ახალი სისტემის შექმნის გამო», Facebook-ის დამფუძნებელს, 26 წლის მარკ ცუკერბერგს ერგო. თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ გაზეთს, Financial Times-ს სულ სხვა შეხედულება აქვს: «წლის მამაკაცის» როლი ყველაზე მეტად, Apple-ის დამაარსებელს, სტივ […]

Android-ისა და iOS-ის საბაზრო წილები 2012 წელს გათანაბრდება

სტივ ჯობსი და მისი ქმნილება (2010 წლის იანვარი; პოლ საკუმის ფოტო, ასოშიეთედ პრესი). Piper Jaffray-ის ანალიტიკოსების აზრით, Apple iOS-ისა და Google Android-ის პლანშეტური კომპიუტერების საბაზრო წილი 2012 წელს თითქმის გათანაბრდება. მიმდინარე წელს,  წინასწარი შეფასებებით, 14,5 მლნ პლანშეტური კომპიუტერი გაიყიდება მთელს მსოფლიოში. აქედან, დაახლოებით 90%-ს Apple iPad-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია იკავებს. iPad-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის Samsung Galaxy Tab-ის […]

Yahoo! რამდენიმე ვებ-სერვისს ხურავს

Yahoo!-ს აღმასრულებელი დირექტორი კაროლ ბარტცი (Getty Images-ის ფოტო). ვებ-წყაროები იტყობინებიან, რომ კომპანია Yahoo!, უახლოეს მომავალში, მთელ რიგ «არაეფექტურ» და «არაძირითად» ონლაინ სერვისებს დახურავს. ცნობილი გახდა, რომ ოდესღაც პოპულარული საძიებო სისტემა AltaVista შეწყვეტს არსებობას, რომელიც ჯერ კიდევ Google-ის გამოჩენამდე არსებობდა (1995 წელი). ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, 2005 წელს, დაუსახელებელ ფასად ნაყიდი სერვისის Delicious-ის არსებობის საკითხი. გარდა […]

World of Warcraft: Cataclysm — ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში

კომპანია Blizzard-მა, MMORPG World of Warcraft-ის გაგრძელების,  Cataclysm-ის გაყიდვების პირველადი ციფრები დაასახელა… … და გაირკვა, რომ World of Warcraft: Cataclysm ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში გახდა. პირველ დღეს პროექტმა 3,3 მლნ ასლს გადააჭარბა, რაც წინა რეკორდთან შედარებით 500 ათასით მეტია, რომელიც, ასევე WoW-ადონმა — Wrath of the Lich King-მა დაამყარა, როცა 2008 წელს 24 საათში 2,8 მლნ ეგზეპლარი გაიყიდა. […]