Ace Combat: Assault Horizon 14 ოქტომბერს გამოვა

საავიაციო ექშენ–არკადა Ace Combat: Assault Horizon მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გამოვა, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai. Namco–ს შიდა სტუდიის, Project Aces–ის მიერ დამუშავებული თამაში, მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა. დეველოპერები «სრულფასოვან ერთმომხმარებლიან კამპანიასა» და ზოგიერთ მულტიფლეიერულ რეჟიმს გვთავაზობენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ. როგორც თამაშის წინა სერიებში, აქცენტი მასიურ საჰაერო ბრძოლებზეა გაკეთებული, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. […]
დაანონსდა თამაში Hitman: Absolution

გამომცემლობა Square Enix–მა დაადასტურა, რომ დამუშავების პროცესშია ექშენ–სერიალის, Hitman–ის მეხუთე ნაწილი. სიახლის დამუშავებაზე, რომლის სახელწოდებაა Hitman: Absolution, სტუდია IO Interactive ზრუნავს. «მუშა ვერსიის» პრეზენტაცია Е3–ის ჩვენებაზე შედგება, რომელიც 7 ივნისს იხსნება. «Absolution–ში თქვენ შეუერთდებით ცივსისხლიან აგენტ-47–ს, რომელიც თავის ყველაზე საშიშ დავალებაზე მიდის, — ტიტინებენ დეველოპერები. — მას ყველამ უღალატა, ვისიც კი სჯეროდა, პოლიციას მასე ძება აქვს გამოცხადებული, ხოლო თავად 47 შეთქმულების ეპიცენტრში […]
Diablo III შესაძლოა 2011 წელს გამოვიდეს

ექშენ–RPG, Diablo III შესაძლოა მიმდინარე წელს გამოვიდეს, განაცხადა კომპანია Blizzard–ის პრეზიდენტმა, მაიკლ მორჰეიმმა (Michael Morhaime)… ასევე, ხნობილი გახდა, რომ თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მესამე კვარტალში დაიწყება. «გასულ კვირას ჩვენ პროექტის შიდა ტესტირება დავიწყეთ, სადაც Blizzard–ის თანამშრომელთა უმეტესობა მონაწილეობს, — აცხადებს მორჰეიმი. — თამაში შთამბეჭდავია. ვფიქრობ, რომ მესამე კვარტალში ჩვენ ღია ბეტა–ტესტირების დაწყებას შევძლებთ». შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, როგორც სტრატეგია Starcraft II: Wings of […]
Mass Effect 3-ის რელიზი 2012 წლამდე გადაიდო

როგორც ჩანს, მიმდინარე წელს ჩვენ ვერ გავიგებთ, უცხო პლანეტელ რასებთან ბრძოლაში, გაიმარჯვებს თუ არა კაპიტანი შეპარდი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ექშენ–RPG თამაშის, Mass Effect 3–ის რელიზი ცოტა ხნით გადაიდო. Facebook–ის გვერდზე სტუდია BioWare–ს დეველოპერებმა განაცხადეს, რომ თამაში «2012 წლის პირველ კვატალში გამოვა». შეგახსენებთ, რომ პროექტი 2011 წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო. პლატფორმები: PC, Xbox 360 და PS3. «ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, […]
The Darkness II მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა

მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსებული თამაში, The Darkness II, რომელსაც სტუდია Digital Extremes ამუშავებს, 4 ოქტომბერს გამოვა, იუწყება გამომცემლობა 2K Games. პლატფორმა: PC, PS3 და Xbox 360. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამაშს ძალიან საშიში სიუჟეტი აქვს. მთავარი პერსონაჟი, ჯეკი ესტაკადო, ნოუ–იორკის ერთ–ერთი კრიმინალური ოჯახის — ფრანჩეტების კლანის — დონი ხდება, თუმცა მშვიდ ცხოვრებას ის ვერ მოესწრება. პირველ რიგში, მთავარი გმირი ვერაფრით […]
Ubisoft–მა დააანონსა Assassin’s Creed: Revelations

ადრე ამ ადგილებში ალტაირი დაცოცავდა… ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft–მა წარმოადგინა ექშენი Assassin’s Creed: Revelations. მთელი კვირის განმავლობაში გამომცემლები Assassin’s Creed–ის ახალი ნაწილის არსებობის შესახებ აშკარად მიანიშნებდნენ და ვიდეო–რგოლიც კი წარადგინეს. და ბოლო, როგორც იქნა, ოფიციალური ანონსიც შედგა. პროექტი Ubisoft Montreal–ის მიერ მუშავდება და PS3–ზე, Xbox 360–სა და PC-ზე მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა. Revelations არისტოკრატ–ასასინის, ეციო აუდიტორე დე ფირენცეს თავგადასავლის უკანასკნელ ნაწილს […]
APB: Reloaded-ის ღია ბეტა–ტესტირება 18 მაისს დაიწყება

ММО-თამაშის, APB: Reloaded–ის ღია ბეტა–ტესტირება მალე დაიწყება, აცხადებს სტუდია GamersFirst. APB დამუშავდა და გამოვიდა კომპანია Realtime Worlds–ის მიერ, რომელიც 2010 წელს გაკოტრდა. თუ მიზეზს გავითვალისწინებთ შედეგი ლოგიკურია: პროექტზე, რომლის გამოსვლაზე 250 ადამიანი ზრუნავდა, ხუთი წელი და $100 მლნ დაიხარჯა. საბოლოოდ თამაშის შექმნის სრული უფლება კომპანია K2 Network–ზე გადავიდა. განახლებული ვერსიაზე წვდომა 18 მაისიდან იქნება შესაძლებელი, როცა ქსელში პროექტის ბეტა–ვერსია გამოჩნდება. […]
Electronic Arts-მა წარადგინა Need for Speed: The Run

შუქნიშნები, აღნიშვნები და სიჩქარის ნორმა მხოლოდ სუსტებისთვის არის, აცხადებენ დეველოპერები დმაუშავების პროცესია, ღმერთმა უწყის რიგით რომელი, Need for Speed–ის მორიგი სარბოლო სერია, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts. თავიდან, Need for Speed: The Run შემთხვევით დააანონსა მაღაზია ShopTo–მ, შემდეგ კი გამომცემლობამაც დაადასტურა თამაშის არსებობის ფაქტი. ამავდრიულად გამოჩნდა პირველი ვიდეო–რგოლიც. 2011 წლის 15 ნოემბერს პროექტი ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, ხოლო The Run ევროპის […]
კონსოლური შუთერი Binary Domain 2012 წელს გამოვა

გამომცემლობა SEGA–მ გამოაქვეყნა პირველი კონკრეტული ინფორმაცია კონსოლური შუთერის, Binary Domain–ის შესახებ. გასული წლის მიწურულს ანონსირებული თამაში, იქმნება SEGA Japan–ის შიდა სტუდიაში PS3 და Xbox 360 პლატფორმებისთვის. იუწყებიან, რომ პროექტი 2012 წლის დასაწყისში გამოვა. მას იაპონელი გეიმ–დიზაინერი, ტოსიჰირო ნაგოსი (Toshihiro Nagoshi) ხელმძღვანელობს, რომელიც თქვენთვის Yakuza–ს სერიიდან არის ცნობილი. Binary Domain — ეს არის ისტორია ადამიანებისა და რობოტების ომზე, რომელიც 2080 წელს მიმდინარეობს […]
RPG თამაში The Witcher 2: Assassins of Kings დასაბეჭდად გაიგზავნა

როლური თამაშის, The Witcher 2: Assassins of Kings–ის ლოკალიზაცია დასრულებულია და პროექტი დასაბეჭდად გაიგზავნა, აცხადებს გამომცემლობა «1С-სოფთქლაბი». რელიზი 17 მაისს შედგება. პოლონური სტუდიის, CD Projekt RED–ის მიერ დამუშავებული RPG მხოლოდ PC-ზე გამოვა. შესაძლოა მომავალში Xbox და PS3 ვერსიებიც გამოჩნდეს, თუმცა დღეისათვის რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. The Witcher 2–ის სიუჟეტი აგრძელებს პირველი ნაწილის ისტორიას. სკანდინავიის სამეფოში ბოროტებამ […]
