სმარტფონების ბაზრის მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, 74%–ით გაიზარდა

Felix Wirth / Corbis–ის ფოტო. ანალიტიკურმა კომპანია Gartner, 2011 წლის მეორე კვარტლის, ფიჭური აპარატების მსოფლიო ბაზრის საერთო მოცულობა შეაფასა. სამი თვის განმავლობაში ბაზარს 428,7 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი მიეწოდა, რაც 2010 წლის მეორე მეოთხედთან შედარებით 16,5%–ით მეტია, როცა გაყიდვების მოცულობა 368 მლნ ერთეულს შეადგენდა. ფინური ვენდორის, Nokia–ს წილი, რომელიც ლიდერობას ჯერჯერობით არავის უთმობს, ერთი წლის განმავლობაში 30,3–დან 22,8%–მდე შემცირდა. […]

ყოველ თვე, მთელს მსოფლიოში, 15 მლნ–ზე მეტი «გუგლფონი» აქტიურდება

როგორც Google–ის მობილური პლატფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, ენდი რუბინი იუწყება, Android–ის აქტივაციის ყოველდღიურმა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. მაისში ეს მაჩვენებელი 400 ათასს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — 300 ათასს. ბატონი რუბინის თქმით, ყოველ კვირას Android-აპარატების აქტივაციის რაოდენობა 4,4%–ით იზრდება. გასულ წელს, Gartner–ის შეფასებით, პლატფორმა Android–ის წილი ოპერაციული სისტემების მსოფლიო ბაზარზე 22,7%–ს შეადგენდა და გავრცელების მოცულობით, Symbian–ის შემდეგ, რიგით მეორე ადგილს იკავებდა. მიმდინარე წელს, […]

Microsoft თითოეული გაყიდული Android–მოწყობილობიდან $5–ს მიიღებს

Citigroup–ის ანალიტიკოსმა, უოლტერ პრიტჩარდმა (Walter Pritchard) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Microsoft HTC–ის მიერ გაყიდული თითოეული Android-კომუნიკატორიდან $5-ს ღებულობს. საუბარია ფულის დაქვითვაზე, რომელსაც HTC ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ მითვისების ბრალდებით წაგებული სასამართლოს შემდეგ დათანხმდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეთანხმების შემდეგ HTC–მა დაახლოებით 30 მლნ სმარტფონის რეალიზება მოახერხა, კორპორაცია Microsoft-მა $150 მლნ მიიღო. სასაცილოა, მაგრამ ეს რეზულტატი ხუთჯერ აღემატება Microsoft–ის მიერ საკუთარი მობილური პლატფორმის […]

პლანშეტების გამო პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად ეცემა

პლანშეტები უტევენ! (Kim Kulish/Corbis–ის ფოტო). კომპანია Gartner–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე და 2012 წლის პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მოცულობის შესახებ. ანალიტიკოსების შეფასებით, 2011 წელს, საერთო ჯამში, 387,8 მლნ დესკტოპი და ნოუთბუქი გაიყიდება. თუკი ექსპერტების პროგნოზი გამართლდა, გასულ წელთან შედარებით ზრდა 10,5%–ს შეადგენს. 2012 წლისთვის PC–ბაზრის მოცულობა, 2011 წელთან შედარებით, 13,6%–ით გაიზრდება და 440,6 მლნ ერთეულს მიაღწევს. Gartner–ში აღნიშნავენ, რომ […]

Android-სმარტფონების წლიური გაყიდვების მოცულობა, თითქმის, 900 პროცენტით გაიზარდა

კომპანია Gartner–მა 2010 წლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის ანალიზის რეზულტატები გამოაქვეყნა. 12 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1,6 მლრდ ფიჭური აპარატი გაიყიდა, ეს მაჩვენებელი 2009 წლის რეზულტატთან შედარებით 31,8%–ით მეტია. წლიური გამოთვლებით, სმარტფონების გაყიდვების ზრდამ 70% შეადგინა, ხოლო მათი წილი მობილურების მსოფლიო ბაზარზე 19%–ს შეადგენს. ლიდერის პოზიციას ისევ Symbian ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 46,9%–დან (2009 წელი) 37,5%–მდე ჩამოვიდა. […]

Sony ა.შ.შ-ში LG-ის ტელეფონების იმპორტის აკრძალვას ითხოვს

კორპორაცია Sony-მ ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისიას (ITC) გაუგზავნა სარჩელი LG Electronics-ის წინააღმდეგ. ტელეფონების სამხრეთ კორეულ მწარმოებელს Sony-ს ტექნოლოგიების უკანონოდ გამოყენებაში ედება ბრალი. საჩივარი სულ რვა პატენტს ეხება: მობილური ტელეფონების მართვის საშუალებები, ნომრების სიის გამოსახულება, სიგნალის გადაცემა და სხვ. Sony-ს მიაჩნია, რომ LG ამ ტექნოლოგიებს Lotus Elite-ში, Neon-ში, Remarq-ში, Rumor 2-ში, Xenon-ში და სხვა მოწყობილობებში იყენებს არაკანონიერად. […]