სათამაშო კლუბი Alienware Spaceship ინდოეთში

ინდოეთის ქალაქ ბანგალორის გეიმერებს ნამდვილად გაუმართლათ – Alienware-მა სულ ცოტა ხნის წინ იქ თავისი პირველი სათამაშო კლუბის კარებები გააღო. თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ Alienware Spaceship-ში თამაში გეიმერებს დიდ ხანს დაამახსოვრდებათ. კლუბის შიგნით გაფორმება მართლაც შთამბეჭდავია – სავარძლები, კომპიუტერები. 23 დიუმიანი მონიტორები დაბალი შუქი და ყურსასმენები ხმის ვირტუალიზაციის ფუნქციით ქმნიან განუმეორებელ სათამაშო გარემოს. თექვსმეტი კომპიუტერიდან (აქსესუარების ჩათვლით) […]

ვირტუალური მოგზაურობა მსოფლიოს ლამაზ ადგილებში 3D !

მოცემული პროექტის საიტია — Vizerra.com. პატარა კლიენტის გადმოწერის და დაყენების შემდეგ შესაძლებელი იქნება 3D მოდელებით შექმნილ მსოფლიოს ულამაზეს წერტილებში მოგზაურობა. შესაძლებელია როგორც თავისუფლად გადაადგილება, ასევე ხელმისაწვდომია ინტერაქტული გიდის რეჟიმი ( ინგლისური და რუსული გახმოვანებით). პირველ რიგში აუცილებელია საიტიდან პატარა ზომის კლიენტის გადმოწერა და დაყენება. კლიენტის გაშვებისას ის ამოწმებს არის თუ არა დაყენებული მისთვის აუცილებელი კომპონენტები კომპიუტერში ( DirectX, […]

ფილმი “The Social Network”-ის თრეილერი — Facebook-ის შექმნის შესახებ

Columbia Picture-მა წარმოადგინა ფილმი: “The Social Network“. ფილმი ახალგაზრდა ბიჭ მარკ ცუკერბერგზე და სოციალურ ქსელ Facebook.com-ზე, რომელიც გაეშვა 2004 წლის 4 თებერვალს და თავიდან ის განკუთვნილი იყო მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. კინოთეატრებში გამოჩნდება პირველი ოქტომბრიდან (თბილისში დეკემბრის პირველ რიცხვებში სავარაუდოდ). httpvhd://www.youtube.com/watch?v=53OUHupfqws ფილმის სლოგანია “You don’t get to 500 million friends without making a few enemies”. […]

100 ათასი “წვრილმანი” Android Market–ში

გრაფიკი მეტყველებს ყველაფერზე. AndroLib.com–ის მონაცემებით, Android Market–ში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 90 000 პროგრამა თუ თამაში Android პლადფორმისათვის და შესაძლებელია ამ თვის ბოლომდე ეს ციფრო გაიზარდოს ექვსნიშნა მაჩვენებლით. ერთი წლის წინ იყო სულ რაღაც 10 ათასი. წყარო androidguys.

ამიერიდან ვიდეოები YouTube-ზე გაფართოებით 4K

დღეს VidCon–ის კონფერენციაზე გაირკვა იმის შესახებ, რომ ამიერიდან YouTube–ს ექნება 4K-ს — გაფართოება 4096×3072 — მხარდაჭერა, ანუ დღეიდან მომხმარებელს შეუძლია ვიდეოები ნახოს 360p–დან 4096p–მდე. 4K-თვის იდეალური ეკრანის ზომაა 7 მეტრი, ხოლო, მაგალითად, IMAX-ფილმებს უჩვენებენ პროექტორით გაფართოებით 2K. გასული წლის დეკემბერში YouTube–მ დაიწყო 1080p (full HD) ვიდეოების მხარდაჭერა, ხოლო 4K დაახლოებით ოთხჯერ მეტია 1080p–ზე. ვიდეოების უმაღლეს […]

Android 2.2 ‘Froyo’ შეიცავს USB ტეთერინგის და WiFi ჰოთსპოტის ფუნქციონალს

კარგი სიახლეებია Froyo-ს რელიზთან დაკავშირებით. როგორც TechCrunch-ის სპეციალისტებმა გაარკვიეს, მომდევნო Android 2.2 რელიზში იქნება ჩაშენებული ტეთერინგის (მობილური ინტერნეტის გაზიარება) და WiFi ჰოთსპოტის ფუნქციონალი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ თქვენი ტელეფონის 3G ინტერნეტით სარგებლობას როგორც თქვენს ლეპტოპზე, ასევე WiFi-ის საშუალებით ნებისმიერ სხვა მოწყობილობაზე. მაგალითად ჩემი iPad (Wifi) უპრობლემოდ მიიღებს ინტერნეტს. მოკლედ ველოდებით გაყინულ იოგურტს Google-ისაგან […]

10 ყველაზე რეიტინგული ინტერნეტ–მაღაზია 2010 წლის იანვრის მონაცემებით

MarketingCharts–მა გამოაქვეყნა 10 ყველაზე რეიტინგული ინტერნეტ–მაღაზიების სია: Schwan’s — 45,80% Amway Global — 27,80% Keurig — 27,10% vitacost.com — 24,40% 1800petmeds.com — 24,20% Roamans — 20,60% DrsFosterSmith.com — 20,50% Woman Within — 19,10% ProFlowers — 18,90% Snapfish — 17,40% მონაცემების მოპოვება და ანალიზი ხდება Nielsen Company–ის ფილიალის Nielsen MegaView Online Retail–ს მიერ. დათვლილია ინტერნეტ–მაღაზიები, რომლებშიც შედის […]

Mozilla Firefox მობილურებისთვის

დიდი ხნის მოლოდინის შემედეგ Mozilla-ამ გამოუშვა თავისი ბრაუზერი მობილურისთვის. ჯერ ჯერობით მხოლოდ Maemo (Nokia N800, N810 და N900) მაგრამ მალე გამოვა, WinMobile-ის და დანარჩენი პლატფორმებისთვის. ბრაუზერს აქვს დამატებული (AdBlock Plus)-ის მხარდაჭერა, რაც აშკარად გამოარჩევს მას თავისი კონკურენტებისგან. Firefox-ის გადმოსაწერად საკმარისია სმარტფონის ბრაუზერში ავკრიფოთ http://firefox.com/m ასევე ხელმისაწვდომია: Windows, Mac OS X, და Linux ვერსიებიც.