გამოკითხვა: რომელ მობილურ პლატფორმას იყენებთ?

ჩვენს საიტზე დამთავრდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გამოგვევლინა თუ რომელ მობილურ პლატფორმას იყენებენ ჩვენი საიტის მკითხველები. გამოკითხვის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ სმარტფონების ბაზარზე Android პლატფორმა ლიდერობს. ამერიკისგან გასსხვავებით სადაც Apple-ის iOS პლატფორმაა პირველ ადგილზე, ჩვენს მომხმარებლებს შორის ის მეორე ადგილზეა. მესამე ადგილზე გავიდა უკვე მოძველებული მაგრამ მაინც პოპულარული Nokia-ს Symbian პლატფორმა. მეოთხე ადგილზე გავიდა Windows Phone 7 […]
Google+ უკვე iPhone-ზე

Google-მა შეასრულა დაპირება და iPhone-ის მომხმარებლებისთვის გამოუშვა Google+ ის მობილური აპლიკაცია. მოულოდნელი არ იყო ის, რომ ის ძალიან ჰგავს ანდროიდის ვერსიას, სადაც მოთავსებულია მთავარი სტრიმი და ახლო მომხმარებლები, გაზიარება წერეებში და Huddle ჰენგაუთების მხარდაჭერა. ეს არ არის უნივერსალური პროგრამა, რაც ნიშნავს რომ iPad-ის მომხმარებლებს მოუწევთ ვებ აპლიკაციით სარგებლობა. იგივე შეიძლება iPod touch-ის ვერსიაზეც.
Angry Birds–ის PC-ვერსიით გართობა უკვე თქვენი ბრაუზერიდან შეგიძლიათ

ძალიან საინტერესო ინფორმაცია კაზუალური თამაშის მოყვარულთათვის — Angry Birds–ით გართობა შესაძლებელია პირდაპირ თქვენი PC-ბრაუზერიდან სტუდია Rovio-ს თამაში ბაზარზე 2009 წლის 10 დეკემბერს გამოჩნდა. ერთი წლის განმავლობაში Angry Birds-მა შეძლო iOS-პლატფორმის ყველაზე პოპულარული თამაშების სიაში მოხვედრა. გულშემატკივრების 50 მილიონიანი არმია 200 მილიონ წუთს ატარებს «გაბრაზებულ ჩიტთან». პოპოლარობის უმთავრესი მიზეზი არის რეალიზაციის სიმარტივე, სასაცილო სიუჟეტი, «სუფთა ფიზიკა» და ხშირი განახლება. პატარა […]
Microsoft + Nokia + BlackBerry vs Google & Apple

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო). ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple. თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც, Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით? გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, […]
Apple: iPad 2

Apple-მა წარმოადგინა შემდეგი თაობის პლანშეტი iPad 2 რით განსხვავდება iPad 1-საგან: – ახალი დიზაინი. ის 33%-ით თხელია და მისი სისქე 8.8 მილიმეტრს შეადგენს – უფრო თხელი ვიდრე iPhone 4. ის 10%-ით მსუბუქია წინამორბედზე. ახალი პლანშეტი ორ ფერშია წარმოდგენილი – თეთრი და შავი. გაყიდვაში პირველაი თეთი მოდელები იქნება მხოლოდ. აღინიშნება წარმადობის საგრძნობი მომატება A5 ჩიპის წყალობით, […]
Android-სმარტფონების წლიური გაყიდვების მოცულობა, თითქმის, 900 პროცენტით გაიზარდა

კომპანია Gartner–მა 2010 წლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის ანალიზის რეზულტატები გამოაქვეყნა. 12 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1,6 მლრდ ფიჭური აპარატი გაიყიდა, ეს მაჩვენებელი 2009 წლის რეზულტატთან შედარებით 31,8%–ით მეტია. წლიური გამოთვლებით, სმარტფონების გაყიდვების ზრდამ 70% შეადგინა, ხოლო მათი წილი მობილურების მსოფლიო ბაზარზე 19%–ს შეადგენს. ლიდერის პოზიციას ისევ Symbian ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 46,9%–დან (2009 წელი) 37,5%–მდე ჩამოვიდა. […]
App Store-ში iOS–თამაშის, Devil May Cry 4: Refrain–ის გაყიდვები დაიწყო

კომპანია Capcom–მა Devil May Cry 4: Refrain–ის iOS–ვერსიის რელიზის შესახებ განაცხადა. თამაშის შეძენენა სადისტრიბუციო სისტემა App Store–ში უკვე შესაძლებელია. თამაშის მობილური ვარიანტი სტუდია Capcom–ში შეიქმნა. ორიგინალური პროექტი, 2008 წელს, PC-ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვიდა. iOS–თამაშის ღირებულება $6,99–ს შეადგენს. სიუჟეტი უცვლელი დარჩა: ერთხელ, ერთ–ერთ სამხედრო შეხვედრაზე ვიღაც დანტემ (თამაშის მთავარი გმირი) შეაღწია და წევრების უმეტესობა დახოცა, თუმცა […]
Google Android სწრაფი ტემპებით იძენს პოპულარობას პლანშეტების მსოფლიო ბაზარზე

კომპანია Strategy Analytics–ის შეფასებით, Google Android–ის პლანშეტური კომპიუტერების წილი გასული წლის ბოლო მეოთხედში, 2010 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ათჯერ გაიზარდა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 2,1 მლნ Android–პლანშეტი გაიყიდა. შედარებისთვის: მესამე კვარტლაში ამ მოწყობილობების მოწოდება 100 ათას შეადგენდა. ბაზარზე, ამ OS-ის პლანშეტების წილი 2,3–დან 22%–მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მესამე მეოთხედში […]
Android ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმა გახდა

კომპანია Canalys–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის მობილური ოპერაციული სისტემების ბაზრის წილები შეაფასა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ: Google Android–ის კომუნიკატორებმა გაყიდვების მოცულობით პირველად გაასწრეს Symbian–ის «ყურმილებს». ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 33,3 მლნ «გუგლფონი» გაიყიდა, რაც საერთო ჯამში გაყიდული კომუნიკატორების 32,9%–ს შეადგენს. შედარებისთვის: 2009 წლის ბოლო მეოთხედში 4,7 მლნ Android–სმარტფონის რეალიზება მოხდა, ანუ წლიური გამოთვლებით ზრდამ 615% შეადგინა. Symbian-მოწყობილობების […]
Microsoft-მა Windows Phone 7–ის ორ მილიონზე მეტი ასლის გაყიდვა შეძლო

კორპორაცია Microsoft–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილური ოპერაციული სისტემის, Windows Phone 7–ის გაყიდვების მოცულობის შესახებ, რომლის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე 2010 წლის ოქტომბერში შედგა. კორპორაციის შეფასებით, 2010 წლის მეორე კვარტალში მობილური პლატფორმის 2 მლნ–ზე მეტი ასლი გაიყიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამავე რაოდენობის მაწყობილობების რეალიზება მოხდა ამ OS-ის მართვის ქვეშ, ანუ Microsoft–ის მიერ დასახელებული ციფრები Windows Phone […]
