Armored Core V–ის დასავლური რელიზი 2012 წელს შედგება

ექშენ–თამაში, უზარმაზარი საბრძოლო რობოტების მონაწილეობით, Armored Core V იაპონიაში 20 ოქტომბერს გამოვა. პროექტი, PS3–სა და Xbox 360–სთვის, სტუდია From Software–ში (ტოკიო) მუშავდება. იაპონიაში მის გამოსვლაზე თავად From იზრუნებს, ხოლო დასავლურ რელიზზე პასუხს Namco Bandai აგებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ამ წელს ვერაფრით გაგვახარებს: «ლოკალიზაცია იმაზე მეტ დროს მოითხოვს, რამდენიც გვსურს, ამიტომ სხვა დანარჩენ რეგიონს 2012 წლამდე მოუწევს ლოდინი», — […]
Nintendo: ახალი თაობის სათამაშო კონსოლი

ხვალ, 7 ივნისს, ლოს-ანჯელსში (აშშ), E3-ის (Electronic Entertainment Expo) გამოფენაზე კომპანია Nintendo ისაუბრებს ახალი თაობის სათამაშო კონსოლის დეტალების შესახებ, რომელიც შეცვლის Wii-ს. ვებ-წყაროები ადასტურებენ აქამდე არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონსოლი, რომელიც იქმნება Project Cafe-ის პროექტით, მიიღებს ინოვაციურ მანიპულატორს. სიახლე აღჭურვილი იქნება 6-დიუმიანი სენსორული დისპლეით, ჩაშენებული კამერითა და აკუმულატორული ელემენტით. ჭორების თანახმად, კონსოლს ექნება სამბირთვიანი პროცესორი IBM […]
Castlevania: Lords of Shadow-ის გადმოსაწერი დამატება 7 ივნისს გამოვა

ჩვენი მთავარი მტერი Resurrection-ში. Castlevania: Lords of Shadow-ის გადმოსაწერი დამატება, Resurrection, მომავალ კვირას გამოვა. მრავალჯერ გადადებული რელიზი (ჯერ კიდევ 2010 წლიდან) 7 ივნისს Xbox Live-ის კონსოლურ ქსელში, ხოლო 8 ივნისს PSN-ში შედგება. სტუდია MercurySteam და Kojima Productions «დამუშავების დროს წარმოქმნილი ხარვეზების» გამოსწორებისთვის $10-ს ითხოვენ. პროექტის გამოსვლაზე გამომცემლობა Konami ზრუნავს. ექშენის ორიგინალი ვამპირების აურაცხელ ლაშქარზე, დემონებეზე და მსგავს ურჩხულებზე მოგვითხრობს, რომელთა დამარცხება და განადგურება ჩვენი […]
Tomb Raider-ის სრულიად ახალი ნაწილი 2012 წელს გამოვა

გამომცემლობა Square Enix, 2012 წლის შემოდგომისთვის, სათავგადასავლო ექშენის, Tomb Raider–ის გამოშვებას გეგმავს. ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება დეველოპერებმა სტუდია Crystal Dynamics–ს ანდეს, რომელიც თამაშს PC–სთვის, PS3–სთვის და Xbox 360–სთვის დაამუშავებენ. «ჩვენ შევქმნით სრულიად ახალ ლარას, უნიკალური ბიოგრაფიით!» — პირობას დებს Crystal–ის ხელმძღვანელი, დარელ გალაჰერი (Darrell Gallagher). სწავლის დამთავრებისთანავე, 21 წლის ლარა იაპონიის სანაპიროს ერთ–ერთი კუნძულისკენ მიემართება, სადაც ის დაკარგული რელიქვიებისა და არტეფაქტების ძიებას გეგმავს. […]
Uncharted 3: Drake’s Deception-ის ღია ბეტა–ტესტირება ივნისის ბოლოს დაიწყება

Uncharted 3: Drake’s Deception–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი მულტიფლეერული ბეტა–ვერსია ივნისის ბოლოს გამოვა. გამომცემლობა Sony Computer Entertainment აზუსტებს: PS Plus–ის ფასიანი აბონენტები და ასევე ისინი, რომლებმაც შეიძინეს InFamous 2 «ბეტას» 28 ივნისიდან მიიღებენ. დანარჩენებს კი თამაშით გართობა 4 ივლისიდან შეეძლებათ. ტესტირება 13 ივლისამდე გაგრძელდება. ქსელური ბრძოლებისთვის გამოჩნდება ორი რუკა, ასევე მოსალოდნელია ათი სათამაშო რეჟიმი, რამდენიმე პერსონაჟი და იარაღების კომპლექტი. გმირის […]
ხვალ Hunted: The Demon’s Forge–ის რელიზი შედგება

ხვალ, 31 მაისს, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოჩნდება როლური თამაში Hunted: The Demon’s Forge. ევროპული პრემიერა 2 ივნისისთვის არის დაგეგმილი. პროექტი, რომელიც სტუდია inXile–ში შეიქმნა, PC-ზე, PlayStation 3–სა და Xbox 360–ზე გამოვა. შეგახსენებთმ, რომ inXile დაარსებულია ბრაიან ფარგოს მიერ, რომელიც ადრე Interplay–ში მუშაობდა და რომელსაც ეკუთვნის ისეთი კლასიკები, როგორებიც არის Fallout, თუ Bard’s Tale. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ახალი თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას […]
Gaijin Entertainment ავია–სიმულატორზე, Birds of Steel–ზე მუშაობს

რუსული სტუდია, Gaijin Entertainment კონსოლურ ავია–სიმულატორს, Birds of Steel–ს ამუშავებს. ცნობილი გახდა, რომ Gaijin–მა და Konami–მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის PS3 და Xbox 360 ვერსიების შექმნის შესახებ. რელიზი 2012 წლის პირველ კვარტალში შედგება. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს სითბური ჭურვები, მახის სიჩქარე (1225 კმ/სთ), დახვეწილი აეროდინამიკა და მსგავსი «კომფორტი» არ ექნება, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშე ნამდვილად არ მოიწყენს. მოკლედ, თამაში «ყველაზე ცნობილ და სასტიკ საჰაერო […]
ექშენ–RPG Dark Souls ოქტომბერში გამოჩნდება

როლური ექშენი Dark Souls, რომელიც სტუდია From Software–ში მუშავდება, გაყიდვაში 11 ოქტომბერს გამოჩნდება, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai. PS3-ვერსიის დამუშავებისას წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად დეველოპერები დარწმუნებული არიან, რომ პროექტი დანიშნულ დროს გამოვა. «Sony-სთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევძელით წარმოქმილი პრობლემის დაძლევა, ასე რომ ხელს ვერაფერი შეუშლის ჩვენს კალენდარულ გეგმას» — განაცხადა სტუდიის პრესმდივანმა. მოკლედ «ბნელეთის სულები» PS3–სა და Xbox 360–ზე ერთდროულად გამოვა. თამაშის სიუჟეტი […]
The Darkness II მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა

მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსებული თამაში, The Darkness II, რომელსაც სტუდია Digital Extremes ამუშავებს, 4 ოქტომბერს გამოვა, იუწყება გამომცემლობა 2K Games. პლატფორმა: PC, PS3 და Xbox 360. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამაშს ძალიან საშიში სიუჟეტი აქვს. მთავარი პერსონაჟი, ჯეკი ესტაკადო, ნოუ–იორკის ერთ–ერთი კრიმინალური ოჯახის — ფრანჩეტების კლანის — დონი ხდება, თუმცა მშვიდ ცხოვრებას ის ვერ მოესწრება. პირველ რიგში, მთავარი გმირი ვერაფრით […]
Ubisoft–მა დააანონსა Assassin’s Creed: Revelations

ადრე ამ ადგილებში ალტაირი დაცოცავდა… ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft–მა წარმოადგინა ექშენი Assassin’s Creed: Revelations. მთელი კვირის განმავლობაში გამომცემლები Assassin’s Creed–ის ახალი ნაწილის არსებობის შესახებ აშკარად მიანიშნებდნენ და ვიდეო–რგოლიც კი წარადგინეს. და ბოლო, როგორც იქნა, ოფიციალური ანონსიც შედგა. პროექტი Ubisoft Montreal–ის მიერ მუშავდება და PS3–ზე, Xbox 360–სა და PC-ზე მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა. Revelations არისტოკრატ–ასასინის, ეციო აუდიტორე დე ფირენცეს თავგადასავლის უკანასკნელ ნაწილს […]
