Facebook-ს სურს ტექნოლოგიური სიახლეების ცენტრი გახდეს
Facebook ცდილობს იყოს ტექნოლოგიური სიახლეების წყარო და არა უბრალოდ ბავშვების სურათებისა და მეგობრების ნახვის საშუალება. FB Newswire -ის გამოშვებიდან 7 თვის შემდეგ გიგანტურმა სოც. ქსელმა წარმოადგინა ბრენდული დამატება, რომელიც ყურადღებას ტექნოლოგიის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილებს. FB Newswire -სა და Techwire -ს Storyful მართავს, ის გააზიარებს საინტერესო კონტენტს ტექნოლოგიის სფეროდან Facebook -ზე, რომლებზეც მიმაგრებული იქნება სურათები და ვიდეობი , რომელთა გამოყენებასაც ჟურნალისტებიც შეძლებენ. […]
წლის ბოლოსთვის Wi-Fi ქსელებით დაახლოებით 0,5 მილიარდი ოჯახი ისარგებლებს

2014 წლის ბოლოს იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც Wi-Fi -ის გამოიყენებს დაახლოებით 451 მილიონს მიაღწევს. აცხადებს ანალიტიკური კომპანია Strategy Analytics. ეს მაჩვენებლი კი იმ ოჯახების დაახლოებით 65 პროცენტს წარმოადგენს , რომლებიც არიან ფიქსირებული ფართომასშტაბიანი წვდომის ინტერნეტ მომხმარებლები. წლის ბოლოს კი ამ ოჯახების რაოდენობა მთელს მსოფლიოში 690 მილიონ მიაღწევს . იმ ქვეყნების სიაში, სადაც ყველაზე პოპულარულია სახლის Wi-Fi პირველ სამეულს ჰოლანდია, სამხრეთ კორეა და ნორვეგია იკავებენ […]
მარკ ცუკერბერგმა მიმდინარე წელს ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა

უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook – ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა Forbes – ის ყველაზე მდიდარი IT – ბიზნესმენების სიაში მესამე ადგილი დაიკავა, მან ერთ წელიწადში Microsoft – ის დამფუძნებელ ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა, ეს უკანასკნელი სიის სათავეში დგას. ამ ინფომაციას გვამცნობს forbes.com. გასულ წელს ცუკერბერგი ამერიკელ IT – ბიზნესმენებს შორის ფინანსური მდგომარეობით მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ ბოლო წელიწადში მან სხვა […]
HP-მ, სამომხმარებლო კომპიუტერული მოწყობილობების ბაზარზე, ლიდერობა დაიბრუნა

Canalys-ის სტატისტიკა მოიცავს ინფორმაციას, სამაგიდო კომპიუტერების, ნოუთბუქების, ნეთბუქების და პლანშეტების რეალიზაციის შესახებ. კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბოლო სამი თვის მანძილზე, 107 მილიონი სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული მოწყობილობა გაიყიდა, რაც 21%-ით აღემატება, პირველი კვარტლის გაყიდვებს. პორტატულ კომპიუტერებზე მოთხოვნა, 11%-ით არის გაზრდილი, პერსონალურ კომპიუტერების გაყიდვებმა, 8%-ით იმატა. მომხმარებელთა ინტერესმა ნეთბუქებისადმი, 34%-ით იკლო. სამომხმარებლო კომპიუტერული მოწყობილობების სეგმენტში, ყველაზე […]
Samsung — ლიდერი ფიჭური აპარატების ბაზარზე

ფიჭურ აპარატებზე მაღალი მოთხოვნის გამო, Samsung–ის ფინანსური მაჩვენებელი სწრაფი ტემპებით იზრდება. 2012 წლის პირველ კვარტალში, სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა $40,0 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც 2011 წლის იმავე პერიოდის რეზულტატთან შედარებით 22%–ით მეტია. გარდა ამისა, თითქმის 81%–ით გაიზარდა სუფთა მოგება და რეკორდულ მაჩვენებელს, $4,5 მლრდ–ს მიაღწია. სამი თვის განმავლობაში კომპანიამ 93,5 მლნ სმარტფონის და ტელეფონის რეალიზება მოახერხა, შედეგად უმსხვილესი ფინური მწარმოებელი, Nokia, 83 მლნ გაყიდული […]
ბრიტანული ჩარტს, კვლავ FIFA Street ლიდერობს

GFK Chart-Track-ის სააგონტოს ცნობით, ბრიტანული ჩარტის ლიდერი, კვლავ საფეხბურთო სიმულატორი FIFA Street გახლავთ. გასულ კვირას FIFA Street-მა, ჩარტში პირველი ადგილი, ექშენ Kinect Star Wars-ს დაუთმო. ეს ფაქტი დროებითი აღმოჩნდა, Kinect Star Wars-ზე მოთხოვნა 55%-ით შემცირდა, რის შედეგადაც იგი მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა. FIFA Street-ის ევრო რელიზი 16 მარტს. თამაში გვთავაზობს 120 კოლექტივს და 35 სათამაშო […]
მარტში, აშშ-ში ვიდეო თამაშების გაყიდვები შემცირდა

კომპანია NPD Group–მა ვიდეოთამაშების ამერიკული ბაზრის მარტის კვლევლის შედეგები გამოაქვეყნა. გამოთვლების მიხედვით, გასულ თვეს, ამერიკელებმა 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების კონსოლები, აქსესუარები და თამაშები შეიძინეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 25%-ით ნაკლებია, როცა ბაზრის მოცულობა 1,47 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კონსოლების გაყიდვებმა, მწარმოებლებს 324 მილიონი დოლარი მოუტანა, რაც 35%-ით ნაკლებია 2011 წლის მარტთან შედარებით. ზედიზედ 15 თვის […]
2014 წლისთვის სმარტფონების გაყიდვების ბაზრის მოცულობა, 1მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბებს

IDC-ს გამოთვლებით, 2011 წლისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 491,4 მილიონი სმარტფონი გაიყიდა, რაც 61,3%-ით მეტია 2010 წელთან შედარებით, როდესაც ბაზრის მოცულობა შეფასებული იყო 304,7 მილიონი ერთეულით. Credit Suisse-ს ანალიტიკოსების აზრით, 2012 წელს, 687,9 მილიონი სმარტფონი გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ ბაზრის მოცულობა მილიარდს გადააჭარბებს და 1,05 მილიარდს მიაღწევს. 2011 წლისთვის, სმარტფონების გაყიდვების უმსხვილესი რეგიონი აშშ გახდა, საერთო გაყიდვების […]
სმარტფონების ბაზრის მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, 74%–ით გაიზარდა

Felix Wirth / Corbis–ის ფოტო. ანალიტიკურმა კომპანია Gartner, 2011 წლის მეორე კვარტლის, ფიჭური აპარატების მსოფლიო ბაზრის საერთო მოცულობა შეაფასა. სამი თვის განმავლობაში ბაზარს 428,7 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი მიეწოდა, რაც 2010 წლის მეორე მეოთხედთან შედარებით 16,5%–ით მეტია, როცა გაყიდვების მოცულობა 368 მლნ ერთეულს შეადგენდა. ფინური ვენდორის, Nokia–ს წილი, რომელიც ლიდერობას ჯერჯერობით არავის უთმობს, ერთი წლის განმავლობაში 30,3–დან 22,8%–მდე შემცირდა. […]
ყოველ თვე, მთელს მსოფლიოში, 15 მლნ–ზე მეტი «გუგლფონი» აქტიურდება

როგორც Google–ის მობილური პლატფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, ენდი რუბინი იუწყება, Android–ის აქტივაციის ყოველდღიურმა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. მაისში ეს მაჩვენებელი 400 ათასს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — 300 ათასს. ბატონი რუბინის თქმით, ყოველ კვირას Android-აპარატების აქტივაციის რაოდენობა 4,4%–ით იზრდება. გასულ წელს, Gartner–ის შეფასებით, პლატფორმა Android–ის წილი ოპერაციული სისტემების მსოფლიო ბაზარზე 22,7%–ს შეადგენდა და გავრცელების მოცულობით, Symbian–ის შემდეგ, რიგით მეორე ადგილს იკავებდა. მიმდინარე წელს, […]
