AMD დაუბრუნდა მოგებას

Intel-ის შემდეგ, მიკროპროცესორების წარმოების მოცულობით რიგით მეორე კომპანიმ, AMD-მ 2010 წლის მეოთხე კვარტალი წარმატებით დაასრულა. ოქტომბრიდან დეკემბრამდე AMD-მ $1,65 მლრდ გამოიმუშავა — იმდენივე რამდენიც ერთი წლის წინ. სუფთა მოგებამ $357 მლნ შეადგინა, ანუ 50 ცენტი აქციაზე. შედარებისთვის: 2010 წლის მესამე მეოთხედში კომპანიამ $118 მლნ დაკარგა. ამასთან, 2009 წლის უკანასკნელ კვარტალში მოგება გაცილებით მეტი იყო — $1,18 მლრდ ($1,52 […]
HTC-მა სმარტფონების გაყიდვების მოცულობა გააორმაგა

კომუნიკატორების ტაივანურმა მწარმოებელმა, HTC-მა 2010 წლის მეოთხე მეოთხედის შემოსავლისა და სუფთა მოგების სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასული 12 თვის განმავლობაში კომპანიამ 24,6 მლნ ფიჭური აპარატის რეალიზება მოახერხა. ეს მაჩვენებელი 111%-ით მეტია 2009 წლის რეზულტატთან შედარებით, როცა სულ 11,7 მლნ ერთეული გაიყიდა. სმარტფონების მოთხოვნის ზრდის ფონზე, HTC-ის კვარტალური მოგება OS Google Android-ის პროდუქციიდან 160%-ით, ანუ $500 მლნ-მდე გაიზარდა. კოლოსალურად […]
Intel-ის ფინანსური მაჩვენებელი რეკორდს ამყარებს

კორპორაცია Intel-მა გასული წლის უკანასკნელი მეოთხედის ფინანსური მაჩვენებლები შეაჯამა. «ინტელის» გენარალური დირექტორის, პოლ ოტელინის თქმით, 2010 წელი საუკეთესო პერიოდი იყო კომპანიის ისტორიაში. შემოსავალმა, სუფთა და ოპერაციულმა მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ კვარტალში Intel-ის შემოსავალმა $11,5 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 8%-ით მეტია. სუფთა მოგება 48%-ით გაიზარდა, $3,4 მლრდ-მდე (59 ცენტი ერთი ფასიანი […]
Microsoft: 60 დღეში 8 მლნ Kinect გაიყიდა

6 იანვარს, CES 2011-ის გამოფენაზე (6-9 იანვარი, ლას-ვეგასი. ნევადა, აშშ.) Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა ოფიციალურ გამოსვლაში განაცხადა, რომ Kinect-ის ბაზარზე გამოჩენიდან (2010 წლის ნოემბერი) სამოც დღეში კორპორაციამ, მთელს მსოფლიოში, 8 მლნ მოწყობილობის რეალიზება შეძლო. ბალმერმა ასევე დაამატა, რომ დღეისათვის სულ 50 მლნ Xbox 360 არის გაყიდული, აქედან 30 მლნ (ყოველ ორ წამში ერთი ახალი […]
მობილურების მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების წილმა 20 პროცენტს მიაღწია

ანალიტიკოსებმა გასული წლის მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასეს. მათი გამოთვლებით, 2010 წელს, სულ 1,35-დან 1,45 მლრდ-მდე მობილური ტელეფონი გაიყიდა. ამათგან «ჭკვიანი ტელეფონების» წილი 270-280 მლნ ერთეულს შეადგენს, ანუ აპარატების ყოველ მეხუთე მყიდველი სმარტფონის მფლობელი გახდა. 2011 წელს, როგორც მოსალოდნელია, ტელეფონების ბაზრის მოცულობა 1,45–1,55 მლრდ-ს მიაღწევს, აქიდან კომუნიკატორების წილი 400 მლნ-ს გადააჭარბებს (25%). […]
World of Warcraft: Cataclysm — ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში

კომპანია Blizzard-მა, MMORPG World of Warcraft-ის გაგრძელების, Cataclysm-ის გაყიდვების პირველადი ციფრები დაასახელა… … და გაირკვა, რომ World of Warcraft: Cataclysm ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში გახდა. პირველ დღეს პროექტმა 3,3 მლნ ასლს გადააჭარბა, რაც წინა რეკორდთან შედარებით 500 ათასით მეტია, რომელიც, ასევე WoW-ადონმა — Wrath of the Lich King-მა დაამყარა, როცა 2008 წელს 24 საათში 2,8 მლნ ეგზეპლარი გაიყიდა. […]
მობილურმა თამაშმა, Angry Birds-მა $50 მლნ გამოიმუშავა

კაზუალური თამაშის, Angry Birds-ის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $50 მლნ-ს გადააჭარბა. ჯერჯერობით თამაში მხოლოდ მობილური მოწყობილობების (iOS, Android, Symbian^3) მფლობელთათვის არის ხელმისაწვდომი; დეველოპერები გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალშ თამაში გამოვა PC-თვის, «მაკინტოშისთვის», ყველა კონსოლისთვისა და სოციალურ ქსელ Facebook-თვის. სტუდია Rovio-ს თამაში ბაზარზე 2009 წლის 10 დეკემბერს გამოჩნდა. ერთი წლის განმავლობაში Angry Birds-მა შეძლო iOS-პლატფორმის ყველაზე პოპულარული თამაშების სიაში […]
2011 წელს HTC 60 მლნ სმარტფონს გამოუშვებს

HTC-ის გენერალური დირექტორი პიტერ ჩოუ Mobile Asia Congress 2010-ის ჩვენებაზე (2010 წლის 17 ნოემბერი; textlad-ის ფოტო). მომავალ წელს HTC 60 მლნ სმარტფონის რეალიზებას აპირებს, იუწყება DigiTimes. ინფორმაცია, HTC-ის კოლოსალური გეგმების შესახებ, ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ თავისი აპარატების მომავალ მიმწოდებლებთან ჩაატარა პრეზენტაცია. ღონისძიებას, სადაც დასახელდა ეს ციფრი, 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, ხოლო აქედან ნახევარი […]
ცნობილია Gran Turismo 5-ის გაყიდვების პირველადი შედეგები

გამომცებლობა Sony Computer Entertainment-მა (SCE) სარბოლო თამაშის Gran Turismo 5-ის გაყიდვების პირველადი შედეგები შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ თამაში, დიდი ლოდინის შემდეგ, ნოებრის ბოლოს გამოვიდა, PS3 პლატფორმისთვის. გასული, ორი კვირის განმავლობაში სავაჭრო ქსელს თამაშის 5,5 მლნ ეგზემპლარი მიეწოდა, თუმცა გაყიდვების რაოდენობა ბევრად მცირე აღმოჩნდა — დაახლოებით ორჯერ. ცნობილია, რომ დღეისათვის, მთელს მსოფლიოში, თამაშის 2,84 მლნ ასლი გაიყიდა. რეალიზაციამ […]
Cisco-მ კვარტალური მოგება, თითქმის, 20 პროცენტით გაზარდა

კომპანია Cisco-ს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ჩემბერსი RSA-ს კონფერენციაზე (2009 წლის 22 აპრილი, სან-ფრანცისკო, ა.შ.შ; Justin Sullivan / Getty Images-ის ფოტო). კომპანია Cisco-მ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. ქსელური მოწყობილობების ცნობილი მწარმოებლის შემოსავალი 19,2%-ით გაიზარდა და $10,75 მლრდ-ს მიაღწია. ასევე 8%-ით გაიზარდა კომპანიის სუფთა მოგება: თუ ერთი წლით ადრე Cisco-ს […]
