Apache: Air Assault-ის რელიზი 19 ნოემბერს შედგება

საჰაერო დუელი. ვერტმფრენების სიმულატორი Apache: Air Assault გაყიდვაში 19 ნოემბერს გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა «1С». თამაში მოსკოვის სტუდია Gaijin Entertainment-ში მუშავდება. პროექტის საზღვარგარეთულ ვერსიაზე (რუსეთის ფარგლებს გარეთ) კომპანია Activision ზრუნავს. პლატფორმების სია — PC, PS3 და Xbox 360. ყველაფერი ძალიან მარტივია: მოთამაშეს მოუწევს, «XX საუკუნის ა.შ.შ.-ს არმიის საუკეთესო ვერტმფრენის», «აპაჩის» პილოტის როლის მორგება. ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში მრავლად არიან […]

Blizzard Diablo III-ის დახურული ბეტა-ტესტირებისთვის ემზადება

ახლო მომავალში ექშენ-RPG Diablo III-ის დახურული ბეტა-ტესტირება დაიწყება, განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ჯეი ვილსონმა (Jay Wilson). თუმცა ღია ბეტა-ტესტირება შესაძლოა დაიწყოს თამაშის რელიზამდე ცოტა ხნით ადრე. თამაშის გეგმები ცნობილი გახდა BlizzCon 2010-ის კონფერენციაზე, რომელიც გასულ შაბათ-კვირას ანაჰაიმეში (კალიფორნია) გაიმართა. გარდა ამისა, BlizzCon-ზე ცნობილი გახდა რამდენიმე Blizzard-სიახლე. პირველ რიგში, გაირკვა, რომ «თამაშის ნახევარზე მეტი შექმნილია», თუმცა სამუშაო […]

კონსოლური ექშენი Vanquish გამოვიდა

აი როგორ გამოიყურება ბატონი ვიტია ზაიცევი. გუშინ, 19 ოქტომბერს, მესამე სახის კონსოლური შუთერის Vanquish-ის ჩრდილოამერიკული რელიზი შედგა. დანარჩენ მსოფლიოს ცოტა ხანს მოუწევს ლოდინი: თიაპონიაში თამაში გამოჩნდება 21 ოქტომბერს, ხოლო ევროპაში — 22 ოქტომბერს. თამაშის შექმნაზე იაპონური სტუდია Platinum Games ზრუნავს, გამოშვებაზე — კომპანია SEGA. Vanquish მუშავდება მხოლოდ PS3 და Xbox 360 პლატფორმებისთვის. Vanquish — ბევრი იარაღი […]

სარბოლო არკადა Nail’d 30 ნოემბერს გამოვა

გამომცემლობა Deep Silver-მა გამოაქვეყნა სარბოლო არკადის Nail’d-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი. ა.შ.შ-სა და გერმანიაში თამაში გამოჩნდება 30 ნოემბერს, ხოლო ევროპის სხვა ქვეყნები 2011 წლის იანვრამდე დაიცდიან. თამაშის შექმნაზე ზრუნავს პოლონური სტუდია Techland. … და ბოლოს, თამაში დიდი ბრიტანეთის მზეს ვერ იხილავს თებერვლის დასაწყისამდე. «ბრიტანული პრემიერა დაგეგმილია 4 თებერვლისათვის», — აზუსტებენ გამომცემლები. «ჩვენი თამაში უფრო დიდია, უფრო […]

World of Warcraft: Cataclysm გამოვა 7 დეკემბერს

კომპანია Activision Blizzard-მა გააქარწყლა ყველანაირი ინტერნეტის ჭორი.  დასახელებულია დამატება World of Warcraft: Cataclysm-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი. ” თამაშ World of Warcraft(WoW)- ის ადონის პრემიერი შედგება 7 დეკემბერს”, — განაცხადა Blizzard-ის სპიკერმა. თამაში გამოვა როგორც ცალკეულ გამოცემად, ისე კოლექციად. ბოლო მყიდველს $80 დაუჯდება. ” Cataclysm შეიცავს საუკეთესო კონტენტს, რაც ჩვენ ოდესმე შეგვიქმნია WoW-ისთვის, — განაცხადა Blizzard-ის დირექტორმა […]

FIFA 11 ბრიტანეთში ლიდერია

საფეხბურთო სიმულატორმა FIFA 11-მა ბრიტანულ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება სამონიტორინგო ორგანიზაცია GFK Chart-Track. ლიდერის სტატუსი თამაშმა შეინარჩუნა მხოლოდ ორი დღის განმავლობაში. ევროპაში FIFA 11 გამოჩნდა გასულ პარასკევს, 1 ოქტომბერს; ჩრდილოეთ ამერიკული რელიზე, თუ საინტერესოა, შედგა რამდენიმე დღით ადრე — 28 სექტემბერს. პლატფორმების სია — თითქმის ყველაფერი, რითაც შეიძლება თამაში: PC, Nintendo DS, PS2, PS3, […]

გამოვიდა Castlevania:Lords of Shadow-ის უფასო დემოვერსია

უკანასკნელად შევხედოთ დღის შუქს — და წინ დემონებისაკენ! გამომცემლობა Konami-იმ განაცხადა, რომ გამოვიდა სათავგადასავლო ექშენის Castlevania: Lords of Shadow-ის დემოვერსია. თამაშის შექმნაზე ზრუნავს ერთდროულად ორი სტუდია: იაპონური Kojima Productions და ესპანური Mercurysteam. დღევანდელი დღიდან, დემოს გადმოწერა, სრულიად უფასოდ, შესაძლებელია კონსოლური ქსელიდან PSN. თამაში, ჯერ ა.შ.შ-ში, შემდეგ კი ევროპაში გამოვა შესაბამისად 5 და 7 ოქტომბერს. თამაშის სიუჟეტი, ტრადიციულად, მოგვითხრობს […]

Alan Wake: The Writer გამოვა 12 ოქტომბერს

გამომცემლობა Microsoft Game Studios-მა, როგორც წინა კვირას შეგვპირდა, შეგვატყობინა დამატება Alan Wake: The Writer-ის რელიზის დრო და ფასი. ფსიქოთრილერი Alan Wake-ის ადონი, რომელიც ფინურმა კომპანია Remedy-იმ შექმნა, რომელმაც სახელი გაითქვა “მაქს პეინით”, გამოჩნდება 12 ოქტომბერს. რელიზი იწნება ციფრული (მხოლოდ Xbox Live-ის ქსელში) მისი ფასია $7. შეგახსენებთ, რომ Remedy-ის ხელმძღვანელის მატიას მილრინის თქმით (Matias Myllrinne), The […]

EVE Online: Incarna-ის დამატების რელიზი დაგეგმილია 2011 წლის ზაფხულში

თამაშ EVE Online-ის გამოსვლიდან (შემქმნელი — CCP Games) უკვე შვიდ წელზე მეტი გავიდა და პროექტი ჯერ კიდევ აქტიურად ვითარდება. 2011 წლის ზაფხულში გამოჩნდება მორიგი დამატება — Incarna. კომპანიის მთავარმა დეველოპერმა, ტორფი ფრანს ოლაფსონიმა (Torfi Frans Olafsson) განაცხადა, რომ ადონი “გადააქცევს შესანიშნავ კოსმოსურ თამაშს ნამდვილ სამეცნიერო-ფანტასტიკის სამყაროდ”. პირველი ინფორმაცია Incarna-ზე ჯერ კიდევ წინა წელს გამოჩნდა, მაგრამ პროექტმა […]

F1 2011-ის რელიზი შედგა

თამაში ეძღვნება «ფორმულა -1-ის» რბოლას. «სარბოლო სიმულატორი F1 2010 გამოვიდა!» — განაცხადა კომპანია Codemasters-მა. თამაშის ჩრდილო ამერიკული რელიზი შედგა გუშინ (ევროპული — დღეს), თუმცა მწარმოებლები უკვე ფიქრობენ გაგრძელებაზე. ცნობილია, რომ დეველოპერების ძირითადი ჯგუფი, თამაშის რელიზის შემდეგ გაემგზავრა დასასვენებლად. მუშაობს მხოლოდ ორი ადამიანი: რეჟისორი პოლ ჯილი (Paul Jeal) და მთავარი დიზაინერი სტივენ ჰუდი (Stephen Hood). «მე […]