Guild Wars 2-ის ღია ბეტა–ტესტირება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MMORPG თამაშის, Guild Wars 2–ის თაყვანისმცემლებს თამაშით გართობა მიმდინარე წლის მიწურულს შეეძლებათ. აქციონერებთან გამოსვლისას, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ჯაო ლიმ (Jaeho Lee) თამაშის დღევანდელ მდგომარეობაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა. NCsoft–ის შვილობილი ArenaNet უკვე ტესტავს პროექტის ალფა–ვერსიას და «ბეტას» გამოსაშვებად ემზადება. თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ასევე, რამდენიმე სიტყვა ითქვა თამაშის რელიზის შესახებ. მიუხედავად […]

BioShock 2: Minerva’s Den-ის PC–ვერსია 31 მაისს გამოჩნდება

BioShock 2–ის გადმოსაწერი დამატების, Minerva’s Den–ის PC-ვერსია, როგორც ჩანს, მაინც გამოვა. გამომცემლობა 2K Games–მა რელიზის ზუსტი თარიღი დაასახელა — მიმდინარე წლის 31 მაისი. პირველი სახის შუთერი Games For Windows Live–ის სისტემაში გამოჩნდება და $10 ეღირება. შეგახსენებთ, რომ თამაშის კონსოლური ვერსია 9 თვის წინ გამოვიდა. Minerva’s Den — ეს არის სრულფასოვანი სიუჟეტის მქონე დამატება, საკუთარი გმირებითა და ისტორიით. თამაში დიდი მამიკოს […]

Ghost Recon: Future Soldier-ის რელიზი ერთი წლით გადაიდო

ტაქტიკური შუთერის, Tom Clancy’s Ghost Recon: Future Soldier–ის (PC, PS3, Wii, DS, PSP და Xbox 360) რელიზი ისევ გადაიდო, აცხადებს Ubisoft. დამუშავება, რომელზეც «უბის» პარიზული განყოფილება ზრუნავს, საკმაოდ პრობლემატურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის რელიზი 2012 წლის მარტისთვის იყო დაგეგმილი, Ubisoft–ის განცხადებით, მისი რელიზი 2013 წლის პირველ კვარტლამდე გადაიდო. თუმცა, Ub–ის აღმასრულებელი დირექტორი, ივ გილმო «გვაჯერებს», რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს: «უბრალოდ […]

ექშენ–RPG Dark Souls ოქტომბერში გამოჩნდება

როლური ექშენი Dark Souls, რომელიც სტუდია From Software–ში მუშავდება, გაყიდვაში 11 ოქტომბერს გამოჩნდება, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai. PS3-ვერსიის დამუშავებისას წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად დეველოპერები დარწმუნებული არიან, რომ პროექტი დანიშნულ დროს გამოვა. «Sony-სთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევძელით წარმოქმილი პრობლემის დაძლევა, ასე რომ ხელს ვერაფერი შეუშლის ჩვენს კალენდარულ გეგმას» — განაცხადა სტუდიის პრესმდივანმა. მოკლედ «ბნელეთის სულები» PS3–სა და Xbox 360–ზე ერთდროულად გამოვა. თამაშის სიუჟეტი […]

Ace Combat: Assault Horizon 14 ოქტომბერს გამოვა

საავიაციო ექშენ–არკადა Ace Combat: Assault Horizon მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გამოვა, აცხადებს გამომცემლობა Namco Bandai. Namco–ს შიდა სტუდიის, Project Aces–ის მიერ დამუშავებული თამაში, მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა. დეველოპერები «სრულფასოვან ერთმომხმარებლიან კამპანიასა» და ზოგიერთ მულტიფლეიერულ რეჟიმს გვთავაზობენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ. როგორც თამაშის წინა სერიებში, აქცენტი მასიურ საჰაერო ბრძოლებზეა გაკეთებული, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. […]

დაანონსდა თამაში Hitman: Absolution

გამომცემლობა Square Enix–მა დაადასტურა, რომ დამუშავების პროცესშია ექშენ–სერიალის, Hitman–ის მეხუთე ნაწილი. სიახლის დამუშავებაზე, რომლის სახელწოდებაა Hitman: Absolution, სტუდია IO Interactive ზრუნავს. «მუშა ვერსიის» პრეზენტაცია Е3–ის ჩვენებაზე შედგება, რომელიც 7 ივნისს იხსნება. «Absolution–ში თქვენ შეუერთდებით ცივსისხლიან აგენტ-47–ს, რომელიც თავის ყველაზე საშიშ დავალებაზე მიდის, — ტიტინებენ დეველოპერები. — მას ყველამ უღალატა, ვისიც კი სჯეროდა, პოლიციას მასე ძება აქვს გამოცხადებული, ხოლო თავად 47 შეთქმულების ეპიცენტრში […]

Diablo III შესაძლოა 2011 წელს გამოვიდეს

ექშენ–RPG, Diablo III შესაძლოა მიმდინარე წელს გამოვიდეს, განაცხადა კომპანია Blizzard–ის პრეზიდენტმა, მაიკლ მორჰეიმმა (Michael Morhaime)… ასევე, ხნობილი გახდა, რომ თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მესამე კვარტალში დაიწყება. «გასულ კვირას ჩვენ პროექტის შიდა ტესტირება დავიწყეთ, სადაც Blizzard–ის თანამშრომელთა უმეტესობა მონაწილეობს, — აცხადებს მორჰეიმი. — თამაში შთამბეჭდავია. ვფიქრობ, რომ მესამე კვარტალში ჩვენ ღია ბეტა–ტესტირების დაწყებას შევძლებთ». შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, როგორც სტრატეგია Starcraft II: Wings of […]

Mass Effect 3-ის რელიზი 2012 წლამდე გადაიდო

როგორც ჩანს, მიმდინარე წელს ჩვენ ვერ გავიგებთ, უცხო პლანეტელ რასებთან ბრძოლაში, გაიმარჯვებს თუ არა კაპიტანი შეპარდი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ექშენ–RPG თამაშის, Mass Effect 3–ის რელიზი ცოტა ხნით გადაიდო. Facebook–ის გვერდზე სტუდია BioWare–ს დეველოპერებმა განაცხადეს, რომ თამაში «2012 წლის პირველ კვატალში გამოვა». შეგახსენებთ, რომ პროექტი 2011 წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო. პლატფორმები: PC, Xbox 360 და PS3. «ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, […]

The Darkness II მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა

მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსებული თამაში, The Darkness II, რომელსაც სტუდია Digital Extremes ამუშავებს, 4 ოქტომბერს გამოვა, იუწყება გამომცემლობა 2K Games. პლატფორმა: PC, PS3 და Xbox 360. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამაშს ძალიან საშიში სიუჟეტი აქვს. მთავარი პერსონაჟი, ჯეკი ესტაკადო, ნოუ–იორკის ერთ–ერთი კრიმინალური ოჯახის — ფრანჩეტების კლანის — დონი ხდება, თუმცა მშვიდ ცხოვრებას ის ვერ მოესწრება. პირველ რიგში, მთავარი გმირი ვერაფრით […]

Ubisoft–მა დააანონსა Assassin’s Creed: Revelations

ადრე ამ ადგილებში ალტაირი დაცოცავდა… ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft–მა წარმოადგინა ექშენი Assassin’s Creed: Revelations. მთელი კვირის განმავლობაში გამომცემლები Assassin’s Creed–ის ახალი ნაწილის არსებობის შესახებ აშკარად მიანიშნებდნენ და ვიდეო–რგოლიც კი წარადგინეს. და ბოლო, როგორც იქნა, ოფიციალური ანონსიც შედგა. პროექტი Ubisoft Montreal–ის მიერ მუშავდება და PS3–ზე, Xbox 360–სა და PC-ზე მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა. Revelations არისტოკრატ–ასასინის, ეციო აუდიტორე დე ფირენცეს თავგადასავლის უკანასკნელ ნაწილს […]