დაანონსდა თამაში Hitman: Absolution

გამომცემლობა Square Enix–მა დაადასტურა, რომ დამუშავების პროცესშია ექშენ–სერიალის, Hitman–ის მეხუთე ნაწილი. სიახლის დამუშავებაზე, რომლის სახელწოდებაა Hitman: Absolution, სტუდია IO Interactive ზრუნავს. «მუშა ვერსიის» პრეზენტაცია Е3–ის ჩვენებაზე შედგება, რომელიც 7 ივნისს იხსნება. «Absolution–ში თქვენ შეუერთდებით ცივსისხლიან აგენტ-47–ს, რომელიც თავის ყველაზე საშიშ დავალებაზე მიდის, — ტიტინებენ დეველოპერები. — მას ყველამ უღალატა, ვისიც კი სჯეროდა, პოლიციას მასე ძება აქვს გამოცხადებული, ხოლო თავად 47 შეთქმულების ეპიცენტრში […]
Diablo III შესაძლოა 2011 წელს გამოვიდეს

ექშენ–RPG, Diablo III შესაძლოა მიმდინარე წელს გამოვიდეს, განაცხადა კომპანია Blizzard–ის პრეზიდენტმა, მაიკლ მორჰეიმმა (Michael Morhaime)… ასევე, ხნობილი გახდა, რომ თამაშის ღია ბეტა–ტესტირება მესამე კვარტალში დაიწყება. «გასულ კვირას ჩვენ პროექტის შიდა ტესტირება დავიწყეთ, სადაც Blizzard–ის თანამშრომელთა უმეტესობა მონაწილეობს, — აცხადებს მორჰეიმი. — თამაში შთამბეჭდავია. ვფიქრობ, რომ მესამე კვარტალში ჩვენ ღია ბეტა–ტესტირების დაწყებას შევძლებთ». შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, როგორც სტრატეგია Starcraft II: Wings of […]
Mass Effect 3-ის რელიზი 2012 წლამდე გადაიდო

როგორც ჩანს, მიმდინარე წელს ჩვენ ვერ გავიგებთ, უცხო პლანეტელ რასებთან ბრძოლაში, გაიმარჯვებს თუ არა კაპიტანი შეპარდი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ექშენ–RPG თამაშის, Mass Effect 3–ის რელიზი ცოტა ხნით გადაიდო. Facebook–ის გვერდზე სტუდია BioWare–ს დეველოპერებმა განაცხადეს, რომ თამაში «2012 წლის პირველ კვატალში გამოვა». შეგახსენებთ, რომ პროექტი 2011 წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო. პლატფორმები: PC, Xbox 360 და PS3. «ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, […]
The Darkness II მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა

მიმდინარე წლის დასაწყისში დაანონსებული თამაში, The Darkness II, რომელსაც სტუდია Digital Extremes ამუშავებს, 4 ოქტომბერს გამოვა, იუწყება გამომცემლობა 2K Games. პლატფორმა: PC, PS3 და Xbox 360. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამაშს ძალიან საშიში სიუჟეტი აქვს. მთავარი პერსონაჟი, ჯეკი ესტაკადო, ნოუ–იორკის ერთ–ერთი კრიმინალური ოჯახის — ფრანჩეტების კლანის — დონი ხდება, თუმცა მშვიდ ცხოვრებას ის ვერ მოესწრება. პირველ რიგში, მთავარი გმირი ვერაფრით […]
Ubisoft–მა დააანონსა Assassin’s Creed: Revelations

ადრე ამ ადგილებში ალტაირი დაცოცავდა… ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft–მა წარმოადგინა ექშენი Assassin’s Creed: Revelations. მთელი კვირის განმავლობაში გამომცემლები Assassin’s Creed–ის ახალი ნაწილის არსებობის შესახებ აშკარად მიანიშნებდნენ და ვიდეო–რგოლიც კი წარადგინეს. და ბოლო, როგორც იქნა, ოფიციალური ანონსიც შედგა. პროექტი Ubisoft Montreal–ის მიერ მუშავდება და PS3–ზე, Xbox 360–სა და PC-ზე მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა. Revelations არისტოკრატ–ასასინის, ეციო აუდიტორე დე ფირენცეს თავგადასავლის უკანასკნელ ნაწილს […]
სარბოლო ექშენის, Driver: San Francisco–ს რელიზი სექტემბერში შედგება

თამაში Driver: San Francisco მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა, იუწყება გამომცემლობა Ubisoft. მაინცდამაინც ზუსტი თარიღი არ არის, მაგრამ მუდმივ გადატანას ჯობია: თავიდან პროექტის რელიზი 2010 წლის ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ გამოცხადდა, რომ თამაში 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის მარტამდე გამოვიდოდა… როგორც იუწყებიან, სიახლე ერთდროულად ყველა პლატფორმაზე გამოვა, ესენია: PC, «მაკი», PS3, Xbox 360 და Wii. Ubisoft Reflections–ის მიერ დამუშავებული თამაში, […]
Uncharted 3: Drake’s Deception-ის ბეტა ვერსია ზაფხულში გამოვა

Uncharted 3: Drake’s Deception–ის მულტიფლეერული ბეტა–ვერსია მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა, იუწყბეა გამომცემლობა Sony Computer Entertainment. თამაშის დასრულებული ვერსია ა.შ.შ–სა და კანადაში 1 ნოემბერს, ხოლო ევროპაში 4 ნოემბერს გამოჩნდება. თუმცა, მანამდე ნებისმიერი მსურველი შეძლებს PSN ქსელიდან მისი ბეტა–ვერსიის გადმოწერას. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ვინც შეიძენს თამაშ InFamous 2–ს ან გახდება PSN Plus–ის ფასიანი წევრი სიახლეზე წვდომას 28 ივნისიდა მიიღებს, სხვა […]
PS3-ექშენის, inFamous 2–ის ბეტა–ვერსია აპრილში გამოვა

გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა inFamous 2–ის ბეტა–ვერსიის უახლოეს მომავალში გამოსვლის შესახებ განაცხადა. და ეს აპრილში მოხდება. PlayStation Plus–ის ფასიან სერვერში დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის სიახლე 12 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენებს «ცოტა ხანი ლოდინი» მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ თამაშის დამუშავებაზე სტუდია Sucker Punch ზრუნავს. პროექტის სრულფასოვანი რელიზი 2011 წლის 7 ივნისისთვის არის დაგეგმილი; თამაშის პლატფორმა ერთადერთი — PS3. თუმცა ეს არ იქნება ჩვეულებრივი ბეტა–ვერსია, არამედ ეგრეთწოდებული UGC beta, […]
Torchlight 2-ის რელიზი ივლისამდე გადაიდო

სტუდია Runic Games ექშენ-RPG თამაშის, Torchlight 2–ის დამუშავებას დაგეგმილ დროში ვერ ასწრებს: მაისის ნაცვლად თამაში ივლისში გამოვა. Runic Games–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაქს შეფერმა (Max Schaefer) განმარტა, რომ შეფერხება Xbox 360–თან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, დეველოპერები Torchlight 2–ის დამუშავების პარალელურად თამაშის პირველი ნაწილის კონსოლ Xbox 360–ში «პორტირებით» არიან დაკავებული. «თამაშის Xbox Live–ის სისტემაში გადატანას იმაზე მეტი დრო […]
საქართველოს შ.ს.ს–მ გამოუშვა თამაში «პოლიცია»

გამოვიდა ახალი ექშენ–თამაში «პოლიცია», რომლის გამოსვლაზე საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზრუნა. იუწყებიან, რომ თამაშის დამუშავება ნახევარი წელი გრძელდებოდა, თუმცა თუ რომელი სტუდია იყო ამ საქმით დაკავებული ჯერჯერობით უცნობია. პროექტი Unreal–ის ძრავზეა შექმნილი. სახელწოდებიდან მიხვდებით, რომ თამაშის პოლიციის მძიმე შრომას ეხება. «მთავარი გმირები — პოლიციელები ებრძვიან კრიმინალს, მონაწილეობენ მძევლების განთავისუფლებაში, აკავებენ გამტაცებლებს…». ცნობილია, რომ პოლიციელები მხოლოდ […]
