Nokia აგრძელებს წმენდას

Nokia აგრძელებს უმაღლესი კადერების სწრაფ წმენდას: კალასვუოს დათხოვნის შემდეგ, დირექტორთა საბჭომ კარებისაკენ მიუთითა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ანსი ვანოკის (Anssi Vanjoki), რომელიც ხელმძღვანელობს მობილური მოწყობილობების განყოფილებას. შეგახსენებთ: დიდი ხანი არ არის იმის შემდეგ, რაც ეს პოსტი დაიკავა ვანოკიმ — მიმდინარე წლის მაისში. ჯერჯერობით სარწმუნო წყაროებიდან განთავისუფლების მიზეზი არ ვრცელდება. არ არის გამორიცხული, რომ ანსი ვანოკის წასვლა დაკავშირებული […]

Hewlett-Packard ყოფილ ხელმძღვანელს უჩივის

Hewlett-Packard-ის ექს-მენეჯერი მარკ ჰიორდი Oracle Open World-ის კონფერენციაზე. Hewlett-Packard-მა (HP) სასამართლოში შეიტანა სარჩელი ყოფილი მენეჯერის მარკ ჰიორდის წინააღმდეგ, რომელმაც დატოვა კომპანია ერთი თვის წინ, მის წიანააღმდეგ აგორებული სკანდალის გამო. ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბატონი ჰიორდი გახდა კორპორაცია Oracle-ის თანაპრეზიდენტი. ამ პოსტზე HP-ის ექს-მენეჯერი შეცვლის გადამდგარ ჩარლზ ფილიპსს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პასუხს […]

Nokia იცვლის პრეზიდენტს

კომპანია Nokia-ამ ეხლახან განაცხადა უმაღლეს ხელმძღვანელობაში ცვლილებების შესახებ: თვის ბოლომდე ამჟამინდელი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ოლი-პეკა კალასვუო დატოვებს საკუთარ პოსტს. კალასვუო Nokia-ს შეუერთდა 1980 წელს. კომპანიას სათავეში ჩაუდგა 2006-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ შევიდა დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში. ჭორები იმის შესახებ, რომ ოლი-პეკა დატოვებდა პოსტს გავრცელდა ზაფხულში. წასვლის მთავარი მიზეზი — Nokia-ს ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება და […]

ვიდეო თამაშების ამერიკული ბაზარი ისევ «მინუსშია»

კომპანია NPD-მა წარმოადგინა ამერიკის ბაზარზე ვიდეო თამაშების კვლევის აგვისტოს შედეგები. გასულ თვეს ა.შ.შ-ს მცხოვრებლებმა კონსოლებში, პროგრამულ პროდუქტებსა და მსგავს აქსესუარებში დახარჯეს $818,9 მლნ. ეს მაჩვენებელი 10%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემთან შედარებით. გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ვიდეო თამაშების ინდუსტრიამ აჩვენა ყველაზე ცუდი აგვისტოს შედეგი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. წლიური გამოთვლებით კონსოლებზე მოთხოვნა დაეცა 5%-ით, ანუ $14,7 […]

IDC: 2014 წელს Android დაიკავებს მსოფლიო ბაზრის მეოთხედს

IDC-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ მობილური ოპერაციული სისტემის Google Android-ის პოპულარობის შემდგომ ზრდას. მათი შეფასებით, მიმდინარე წელს Android-ის წილი მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 16,3%-ს; ამ მაჩვენებლით ის იკავებს მესამე ადგილს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ მობილურ ოპერაციულ სისტემებს შორის. 40,1%-ით პირველ ადგილზეა Symbian, მეორეზეა — BlackBerry OS 17,9%-ით. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ Apple iOS (წინათ iPhone OS) და Windows Mobile […]

Novell კარგავს შემოსავალსა და მოგებას

Novell-ის პრეზიდენტი რონ ოვსეპიანი (მარცხნივ) და Microsoft-ის არმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი (მარჯვნივ). კომპანია Novell-ში, რომელიც აწარმოებს კორპორაციული კალასის ოპერაციულ სისტემებსა კოლექტიური მუშაობის პროდუქტებს, აღნიშნავენ ფინანსური მაჩვენებლის გაუარესებას. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი შეადგენს $199 მლნს. ეს 8%-ით ნაკლები გასული წლის რეზულტატთან შედარებით. სუფთა მოგება $16,7 მლნ-დან (5 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი) შემცირდა $15,7 მლნ-მდე […]

Dell-ის კვარტალური მოგება საგრძნობლად გაიზარდა

კომპანია Dell-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მაიკლ დელი. კომპანია Dell-ის შემოსავალი, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საგრძნობლად გაიზარდა. მსოფლიოში კომპიუტერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის შემოსავალმა მიაღწია $15,5 მლრდს, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 22%-ით მეტია ($12,8 მლრდ). მსხვილი კორპორაციული კლიენტების შეკვეთა გაიზარდა 38%-ით, მიაღწია $4,5 მლრდს. ასევე მოიმატა მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელმა და მიაღწია $3,5 […]

AMD კარგავს პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე

х86-ის არქიტექტურის მიკროპროცესორების წარმოების სტატისტიკა. კომპანია IDC-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ბაზარზე х86-ის არქიტექტურის მიკროპროცესორების წარმოების მეორე კვარტლის სტატისტიკა. ჩიპების მიწოდების წლიური მაჩვენებელი გაიზარდა 30,8%-ით. უმსხვილეს მიმწოდებლებად რჩებიან AMD და Intel. პირველი კომპანიის წილი შემცირდა 20,6%-ით 2009 წლის მეორე კვარტალთან შედარებით; მეორე კომპანიის წილი, პირიქით, გაიზარდა 78,9-დან 80,7%-მდე. ტაივანური კომპანია VIA Technologies აკონტროლებს 0,3%-ს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ მსოფლიო ბაზარზე, […]

Apple-მა დაკარგა iPhone-ისა და iPod-ის მწარმოებელი

მარკ პეიპერმასტერი. კომპანია Apple-მა დაკარგა უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და Devices Hardware Engineering მიმართულების ხელმძღვანელი მარკ პეიპერმასტერი (Mark Papermaster), იუწყება გაზეთი «ნიუ-იორკ თაიმსი». პეიპერმასტერი Apple-ში გადავიდა 2008 წელს IBM-დან. ახალ თანამდებობაზე ის ხელმძღვანელობდა iPhone-სა და iPod-ის წარმოებას. დამკვირვებლების თქმით პეიპერმასტერის წასვლის მიზეზი იყო iPhone 4-ის მიღების პრობლემა. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კომენტარს თავს არიდებს. Apple-ის სპიკერმა სტივ დაულინგმა (Steve Dowling) […]

2013 წელს ყოველი მეოთხე მობილური აპარატი სმარტფონი იქნება

ABI Research-ის ანალიტიკებს მიაჩნიათ, რომ 2013 წელს სულ რეალიზებული მობილური რელეფონებიდან მეოთხედი სმატრფომი იქნება. სმარტფონებში ABI Research გულისხმობს მობილურ მოწყობილობებს მაღალი დონის ოპერაციული სისტემების BlackBerry OS-ის, iOS-ის (წინა iPhone OS), Android-ის, webOS-ისა და Symbian-ის მართვის ქვეშ. გასული წლის მონაცემებით, სულ გაყიდული მობილური აპარატების 16% სმარტფონებზე მოდიოდა. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 19%-მდე გაიზარდა, ხოლო 2013 წლისთვის, ანალიტიკებს მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 25%-მდე. […]